საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წელს ახალი პრეზიდენტი ეყოლება.
ფედერაციის აღმასკომი უეფას სუპერთასის დასრულების შემდეგ შეიკრიბება და არჩევნების თარიღს დანიშნავს, მაგრამ Sportall.ge-ს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს დაინიშნება.
შეგახსენებთ, რომ სფფ-ის მოქმედი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აღნიშნულ პოსტზე 2009 წლის 1-ელ ოქტომბერს აირჩიეს.