ხმა ამოიღეთ, საქართველოც სახელმწიფოა! აფხაზეთში სლოვაკურმა "ჟილინამ" გაიმარჯვა

AutoSharing Option
ფოტოზე: ახრიკ ცვეიბას სახელობის საერთაშორისო ტურნირის გახსნა სოხუმში

სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. სლოვაკეთის "ჟილინას" საფეხბურთო სკოლის 14-წლამდელთა გუნდი აფხაზეთს ესტუმრა და სოხუმში ახრიკ ცვეიბას სახელობის საერთაშორისო ტურნირში ითამაშა.

ეს ინფორმაცია "ჟილინას" ვებგვერდმა გაავრცელა, სოხუმის "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით კი, სლოვაკები 29 მაისს დასრულებული ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

ცნობისთვის, ტურნირში ასევე ითამაშეს მოსკოვის "დინამოს", მახაჭყალის "ანჟის" და ნალჩიკის "სპარტაკის" ასაკობრივმა გუნდებმა.

მსგავსი ფაქტი მანამდეც ბევრი იყო - მთიანი ყარაბახის ეგრეთ წოდებული ნაკრების სტუმრობა აფხაზეთის "ეროვნულ გუნდთან", ბავშვთა ტურნირებზე რუსების ჩასვლა და ასე
შემდეგ. შარშან ცვეიბას სახელობის ტურნირში, რუსების გარდა, დონეცკის "შახტარი" და სტამბოლის "ბეშიქთაშიც" მონაწილეობდნენ.

ცხადია, ამ ყველაფერს ქართველებს არც ეკითხებიან. არადა, საქართველოს მთავრობამ და ფეხბურთის ფედერაციამაც ამაზე ხმა უნდა ამოიღონ.

თურქეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, სლოვაკეთი კი - ევროკავშირის წევრი. საქართველოს ამ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და ამ ფაქტისთვის ასე წაყრუება საკუთარი თავის უპატივცემულობაა და მეტი არაფერი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
sason hogi - "თურქებს მაგრათ ფეხებზე ვკიდივართ, ერთი სული აქვთ როდის დავსუსტდებით". გამეცინა ამ კომენტარზე. შე დალოცვილო, რამეს რომ წერ, აზრი ხომ უნდა დაატანო. ჯერ ერთი როგორაც არ უნდა გაძლიერდეს საქართველო, თურქეთს ვერასოდეს დააჩოქებს, მეორეც, ამაზე მეტად როგორ უნდა დასუსტდეს საქართველო? ის ხომ კნავის და სულს რაფავს !!!! თურქეთს არ მოუნდეს თორე, როცა უნდა მაშინ გაგსრისავთ.
khusein tavdgiridze
12:13 26-06-2015
0
რა მაგარია ეს ვიღაცაა თურქეთი ჩვენი მეგობარიაო გეგონება ქართული მიწები მარტო რუსეთმა წაგვართვა და ბათუმზე თურქეთი კბილებს არ ილესავს ,მეგობარი არა იხვი,თუ რამე შეუძლია მთავრობამ კი უნდა ამოიღოს ხმა და მოსთხოვოს პასუხი
გიო
07:52 22-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული