"დინამო არენის" განახლება დედაქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარით ფინანსდება, სამუშაოებს კი სწორედ თბილისის ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (ტგფ) ხელმძღვანელობს.
ფონდის მიერ შემუშავებული პროექტი ითვალისწინებდა სტადიონზე ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემების, პლასტმასის სკამების სრულად შეცვლასა და სხვა სარემონტო სამუშაოებს.
ტგფ-ს პრესსამსახურიდან გვაცნობეს, რომ სამუშაოთა დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, დასრულებულია. უკვე სრულადაა დამონტაჟებული 116 ტურნიკეტი, განათებისა და გახმოვანების სისტემები,
ფონდის, უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების თანდასწრებით მიმდინარე სამუშაოების დინამიკა და ხარისხი მორიგ თათბირზე შეაფასეს და დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. 15 ივლისისთვის ინდივიდუალური სკამების მონტაჟი დასრულდება, ხოლო უახლოეს დღეებში სტადიონზე უეფას წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი სამივე ოფისის კეთილმოწყობის სამუშაოებიც მივა ბოლომდე.
ასე რომ, "ბარსელონასა" და "სევილიას" სუპერთასის მატჩს "დინამო არენა" განახლებული და გალამაზებული შეხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"