ეს სიახლე მისმა მამამ, საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა გიორგი კიკნაძემ გაგვიმხილა.
"ლევან კობიაშვილის დახმარებით, ნოემბერში გიორგი 10 დღით მივიყვანე "ჰერტაში". ის სავარჯიშო პროცესში ჩართეს და აკვირდებოდნენ.
არაფერს ვაჭარბებ - საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა, მოეწონათ და წამოსვლისას გერმანელებს იმედით დავშორდით.
მიიწვევენ თუ არა გიორგის "ჰერტაში", ეს საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება. თუმცა ხელს არასრულწლოვნება უშლის - 18 წლისა 27 სექტემბერს
თუმცა საჩქაროც არაფერია. "ლოკომოტივი" უმაღლეს ლიგაში გადავიდა და არ აწყენს, ერთი-ორი წელი აქ რომ ითამაშოს და გამოცდილება დააგროვოს", - ამბობს უფროსი კიკნაძე.
შეგახსენებთ, რომ მისი ვაჟი ნოდარ აკობიას მიერ გაწვრთნილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ, თბილისის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში კი უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.
მისი დიდი დამსახურებაცაა, პლეი ოფის მატჩებში ლოკომოტიველებმა "ბორჯომი" და რუსთავის "მეტალურგი" რომ დაამარცხეს: პირველ შეხვედრაში მან აქტივში დუბლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა, მეორეში კი გოლი არ გაუტანია, თუმცა ანგარიში მის მიერ წამოწყებული შეტევის შედეგად გაიხსნა და მერე უკვე საგოლე გადაცემაც გააკეთა.
სტატისტიკა ერთია და ვისაც კიკნაძე-ჟუნიორის თამაში უნახავს, ყველა აღიარებს, რომ ქართულ ფეხბურთში ნიჭიერი თავდამსხმელი გამოჩნდა და იმედია, მამამისზე იღბლიანიც იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"