შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს თბილისში, "დინამო არენის" სტადიონზე, ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან.
შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები www.biletebi.ge-ზე გაიყიდება.
ბილეთები სამ კატეგორიაში გაიყიდება:
კატეგორია 1: 70 ლარი (30 ევრო)
კატეგორია 2: 30 ლარი (14 ევრო)
კატეგორია 3: 15 ლარი (7 ევრო)
ბილეთების ყიდვა მხოლოდ საკრედიტო ბარათით იქნება შესაძლებელი, ხოლო შემდეგ მათი ამობეჭდვა იქნება აუცილებელი. ის მომხმარებლები, ვინც ბილეთის ადგილზე მიტანას მოითხოვს,
ბილეთის ყველა მყიდველი ვალდებულია, წესებსა და პირობებს დაემორჩილოს. მოტყუების მცდელობისას უეფას მხრიდან სანქციები გატარდება. მიღებული განაცხადები ყურადღებით იქნება შემოწმებული, რომ ის ადამიანები, რომლებსაც უფლება არ აქვთ სტადიონზე შესვლის, მატჩს არ დაესწრონ.
უეფა ფეხბურთის ყველა მოყვარულს შეახსენებს, რომ ბილეთები ან კორპორატიული პაკეტები, რომლებიც არალეგალური გამყიდველისგან, სააგენტოსგან ან საიტიდან იქნება ნაყიდი, შესაძლოა, ყალბი აღმოჩნდეს. შესაბამისად, ყალბი ბილეთების მფლობელები სტადიონზე ვერ შევლენ.
გულშემატკივრების საყურადღებოდ: თითოეული ბილეთი იქნება პერსონალიზებული, ხოლო სტადიონზე ბილეთის მფლობელის ინდენტიფიცირება მოხდება.
სხვა დანარჩენ ინფორმაციას ბილეთებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: www.biletebi.ge.