"საბურთალოს" უეფამ 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მისცა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ოფისში ჯანი ინფანტინოს წერილი მიიღეს. უეფას გენერალური მდივნის ოფიციალურ უსტარში ნათქვამია, რომ თბილისურმა კლუბმა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და 19-წლამდელების ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის უფლება აქვს.

ახალგაზრდული ქართული გუნდისთვის ამ ტურნირში თამაში დიდი პატივი და გამოწვევაა.

იმედია, "საბურთალოს" ფეხბურთელები ამ ამოცანას თავს წარმატებით გაართმევენ და ქართველ გულშემატკივარს სანახაობრივ, შედეგიან ფეხბურთს შესთავაზებენ.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშებს, როგორც ჩვენი მკითხველისთვის არის ცნობილი, "საბურთალო" ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. პირველი მატჩების წილისყრა 28 აგვისტოს შედგება და მეტოქის ვინაობაც გაირკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უფფ, დაიფრენენ ყველას
0

სიახლეები პოპულარული