ათასგვარი ინფორმაციიდან, ამჯერად ეს გამოვარჩიეთ: სამ დაზარალებულს ომარ თეთრაძე, მისი მეუღლე ანი იმნაძე-თეთრაძე და შვილები - ქეთი და ანა-მარია თეთრაძეები დაეხმარნენ.
ფულადი დახმარების გარდა, მათ შეარჩიეს სამი ოჯახი, რომელსაც საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში დაეხმარნენ - იყიდეს საბნები, ჭიქები და ათასგვარი წვრილმანი, რაც ოჯახისთვისაა საჭირო...
ამასობაში, ვისარგებლეთ შემთხვევით და დავინტერესდით, რას საქმიანობს ომარ თეთრაძე, რომელსაც ყაზახეთის ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბი, პავლოდარის "ირტიში"
ის მოსალაპარაკებლად ყაზახეთში იმყოფებოდა, შეხვდა მხარის გუბერნატორს, იქაური სპორტისა და კლუბის ხელმძღვანელებს, მაგრამ მათი პირობები - ემუშავა წლის ბოლომდე და არა ხანგრძლივი ვადით - თეთრაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ჩათვალა რა, რომ ეს მის კარიერას არას არგებდა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"