ომარ თეთრაძის ოჯახი თბილისში სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება

AutoSharing Option
13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მთელი საქართველო ეხმარება. ცხადია, განზე არც სპორტსმენები დარჩენილან და მათი ნაწილის სიქველეზე "ლელო" ყოველდღიურად წერს.

ათასგვარი ინფორმაციიდან, ამჯერად ეს გამოვარჩიეთ: სამ დაზარალებულს ომარ თეთრაძე, მისი მეუღლე ანი იმნაძე-თეთრაძე და შვილები - ქეთი და ანა-მარია თეთრაძეები დაეხმარნენ.

ფულადი დახმარების გარდა, მათ შეარჩიეს სამი ოჯახი, რომელსაც საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში დაეხმარნენ - იყიდეს საბნები, ჭიქები და ათასგვარი წვრილმანი, რაც ოჯახისთვისაა საჭირო...

ამასობაში, ვისარგებლეთ შემთხვევით და დავინტერესდით, რას საქმიანობს ომარ თეთრაძე, რომელსაც ყაზახეთის ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბი, პავლოდარის "ირტიში"
იწვევდა.

ის მოსალაპარაკებლად ყაზახეთში იმყოფებოდა, შეხვდა მხარის გუბერნატორს, იქაური სპორტისა და კლუბის ხელმძღვანელებს, მაგრამ მათი პირობები - ემუშავა წლის ბოლომდე და არა ხანგრძლივი ვადით - თეთრაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ჩათვალა რა, რომ ეს მის კარიერას არას არგებდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული