"აზერისპორტზე" მიმდინარეობს გამოკითხვა, თუ ვინ სურთ აზერბაიჯანელ ქომაგებს ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "ყარაბაღის" მეტოქედ.
ყველაზე მეტად აზერბაიჯანელებს გორის "დილასთან" დაპირისპირება წყურიათ. ხმების 18% სწორედ "დილამ" მიიღო. მეორე სასურველი მეტოქე "მილსამია" (16%) და "ვენტსპილსი" (15%).
შეგახსენებთ, რომ "ყარაბაღი" განთესილია, ხოლო "დილა" - განუთესავი.