როგორც საიტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე დაიწერა, მათ სერვერზე შეტევა მიმდინარეობს, პრობლემის აღმოსაფხვრელად კი სამუშაოები ტარდება.
ქართველი გულშემატკივარი უკმაყოფილოა. აღნიშნული საიტი უკვე მეორე დღეა, რაც ცუდად ფუნქციონირებს.
რატომ დაევალა biletebi.ge-ს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ბილეთების გაყიდვა და ემუქრება თუ არა ამის გამო საქართველოს საჯარიმო სანქციები უეფასგან - sportall.ge-ს კითხვებს სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ლაშა დვალიშვილი პასუხობს:
- რატომ იქნა არჩეული biletebi.ge სუპერთასის ბილეთების გასაყიდად?
- ეს გადაწყვეტილება
ტურნიკეტების დამონტაჟების შემდეგ უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეთანამშრომლა biletebi.ge-სთან. ფეხბურთის ფედერაცია, ამ შემთხვევაში, არაფერ შუაშია. ეს იყო, უშუალოდ, ამ საიტსა და უეფას შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
- თუ გაქვთ კონსულტაციები biletebi.ge-ს ადმინისტრაციასთან და საჯარიმო სანქციები ხომ არ გვემუქრება?
- ვნახეთ, რომ საიტი არ მუშაობს. საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, ამ წუთისთვის ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება მოლაპარაკებებსა და სამუშაო პროცესებს, ეს მიმდინარეობს. ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას პრობლემები, რაც დადგა ქართველი გულშემატკივრის წინაშე.
შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვისთვის, biletebi.ge-მ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან 45 ათასი ევრო მიიღო. საიტზე ამ დრომდე ვერ ხერხდება ბილეთების გაყიდვა. უფრო მეტიც, უკვე მეორე დღეა, რაც biletebi.ge გამორთულია.
საიტის ადმინისტრაციის განმარტებით, მათზე შეტევა ხორციელდება, ამ დროისთვის კი მის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს.