უეფამ Biletebi.ge-ს პრობლემის აღმოსაფხვრელად 48 საათი მისცა

AutoSharing Option
უეფამ Biletebi.ge-ს პრობლემის აღმოსაფხვრელად 48 საათი მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განუცხადა.

მისი თქმით, შესაბამისად, მომდევნო 48 საათის განმავლობაში სუპერთასის ბილეთები არ გაიყიდება.

სიჭინავას განმარტებით, 25 ივნისს, 17:30 საათზე იქნება მორიგი კონსულტაცია უეფასთან, რომლის დროსაც შეფასდება, აღმოფხვრა თუ არა Biletebi.ge-მ პრობლემები.

სიჭინავას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემები ვერ აღმოიფხვრა, ფედერაცია და უეფა გადავლენ გეგმა "ბე"-ზე, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტი ამ დროისთვის არ საუბრობს, თუ რას ითვალისწინებს გეგმა "ბე".

სიჭინავას თქმით, Biletebi.ge-ს პრობლემის აღმოფხვრაში უეფას მიერ შეთავაზებული
ამერიკული კომპანია დაეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ არ შეეძლოთ ბილეთების გაყიდვა რას იდვეს ასეთი საპასუხისმგებლო საქმე თავზე მარტო ფულის აღება და ჯიბეში ჩადება კი არ კმარა პასუხისმგებლობაა მნიშვნელოვანი
ემზარი
19:49 23-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული