შესაძლებლობები საქართველოსთვის - უეფას სუპერთასი 2015

AutoSharing Option
უეფას სუპერთასის მატჩი უდიდესი მოვლენაა ქართული სპორტისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის და იმ მასშტაბების სწორად აღსაქმელად, რაც ამ ერთ მატჩს შეუძლია ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო იმიჯისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ მოუტანოს. კონკრეტულ ციფრებს გაგაცნობთ.

როგორც მოგეხსენებათ, სუპერთასის მასპინძელი სტადიონი - "დინამო არენა" 51 ათას მაყურებელს იტევს და დღეის მდგომარეობით, ყველაზე მცირე - 15 536 გულშემატკივარი სწორედ ჩვენი ქვეყნის სტუმრები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები იქნებიან.

რაღა თქმა უნდა, ფეხბურთის ფედერაციას ზემოთ მოყვანილი ციფრის შემადგენელი ყველა სეგმენტის შესახებ აქვს ზუსტი
ინფორმაცია, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ვფიქრობთ, ეს ინფორმაციაც საკმარისია აგვისტოს თვეში თბილისში ჩამომსვლელ ვიზიტორთა მასშტაბის აღსაქმელად.

ფეხბურთის ფედერაციის იდეა, გაეყო საჯარო გაყიდვებისთვის გამოყოფილი ბილეთების ლიმიტი შეფარდებით 80%-20%-ზე ადგილობრივი მოსახლეობის სასარგებლოდ, განპირობებული იყო რამდენიმე ფაქტორით.

თავდაპირველად, უეფას სუპერთასის ბილეთების ფასთა პოლიტიკაც ჩვენი მოთხოვნის შედეგად შემუშავდა და იგი მორგებული იყო ქართულ რეალობას და არა ევროპულ პრაქტიკას. მაშინაც და ახლაც, ჩვენი ინტერესის მთავარ სფეროს წარმოადგენდნენ ქართველი გულშემატკივრები და მათთვის იმ შანსის მიცემა, რაც ჩვენი რეალობისათვის ადეკვატური ფასის ბილეთების გაყიდვაში გაშვებასა და ქართველ გულშემატკივართა სტადიონზე დასწრების უპირატეს უფლებას ითვალისწინებდა.

ამჟამად თბილისში არსებული ყველა ბრენდული სასტუმრო ჩვენთვის აქტუალური პერიოდისათვის სრულად არის დაჯავშნილი და სუპერთასზე დამსწრე სტუმართა სამასპინძლოდ მზადყოფნაშია.

საერთო ჯამში, თბილისში არსებული მაღალი კლასის შვიდ სასტუმროს ყველა - 1235 ოთახი აქვს დაჯავშნილი.

Tbilisi Marriott - 127 ოთახი
Courtyard Marriott – 118 ოთახი
Radisson – 249 ოთახი
Hotel Rooms – 141 ოთახი
Holiday Inn – 270 ოთახი
Hotel Preference Hualing Tbilisi – 230 ოთახი
Mercure Tbilisi – 100 ოთახი

ადგილობრივი ბაზრის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ქართული სასტუმროებისათვის სერიოზული გამოცდა იქნება სტუმართა ასეთი რაოდენობის მიღება, მით უფრო, რომ საშუალოდ 15 536 ვიზიტორს, როგორც მინიმუმ, სასტუმროს 7000 ნომერი სჭირდება.

ცალკე თემაა ქალაქში ტურისტების ტრანსპორტირების საკითხი... შეგახსენებთ, რომ თბილისში არსებული საქალაქო ტრანსპორტის გარდა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დედაქალაქში რეგისტრირებული ტაქსით მომსახურების 14 სააგენტო ოპერირებისათვის საერთო ჯამში მხოლოდ 631 მანქანას ფლობს. ტურისტულად აქტიურ პერიმეტრში კი, 150-მდე სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტია.

ქალაქის სასტუმროს ტიპის ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო საშუალებათა რიცხვი, ასევე, საერთაშორისო აეროპორტის გამტარიანობის მასშტაბი, იმედს გვაძლევს, შეძლებს ესოდენ დიდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ყველა ის გულშემატკივარი, რომელიც უეფას სუპერთასის ბილეთს შეიძენს, მოახერხებს, ადეკვატური ხარისხის სერვისი მიიღოს სტადიონს გარეთ - სასტუმროებით, სატრანსპორტო საშუალებებითა და სხვა სერვისებით სარგებლობისას.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუ მაგარი თამაშია ძაან...ნეტა ბილეთებსაც ყიდიდნენ უყურებდა კაცი, მარა არუშავს ეხლა თამაში იქნება, და მომავლისთვის თუ კარგად მოვიქცევით ბასეინში წყალსაც ჩაგვისხავენ:D:D:D:D:D:D:D:D:D:D
0
55400 ადგილიდან დარჩა 51 000? 4400 კიდევ მოაკლეს?
ჯორდანო უბრუნებელი
18:00 26-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული