გორის "დილამ" თურქეთში ჩემპიონთა ლიგისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
გორის "დილა" შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა. გუნდი ანტალიასთან ახლოს, ფეშენებელურ სასტუმრო  Ikbal Thermal Hotel & Spa-ში დაბინავდა.

საქართველოს ჩემპიონები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის იქ ორი კვირის განმავლობაში მოემზადებიან, 14 ივლისს კი თურქეთიდან პირდაპირ ბელგრადში გაემგზავრებიან, სადაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს "პარტიზანის" წინააღმდეგ გამართავენ.

"დილა" თურქეთში ამ ფეხბურთელებით გაემგზავრა: მარიამიძე, მუჯრიშვილი, ქარქუზაშვილი, კვირკველია, ბაგაევი, კვახაძე, ღონღაძე, ხურცილავა, დუდუჩავა, ლომიძე, სამხარაძე, ფალავანდიშვილი, რაზმაძე, წიქარიძე, გვალია, ახალკაცი, ძარია, კვირკვია, გორელიშვილი, ერისთავი, ილურიძე, მარცვალაძე, მოდებაძე, მაშუკოვი.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდთან ერთად თურქეთში ივარჯიშა
22 წლის ცენტრალურმა მცველმა ალბერტ ცხოვრებოვმა. იგი წელიწადნახევრის განმავლოვბაში რუსეთის პირველი დივიზიონის "ტოსნოში" გამოდიოდა. მისი სიმაღლე 1.95 სანტიმეტრია.

27 ივლისიდან გორელები ორჯერად ვარჯიშებს ჩაატარებენ, თურქულ შეკრებაზე სპარინგ-პარტნიორებისა და ამხანგური მატჩების შესახებ ინფორმაცია კი მოგვიანებით გამოცხადდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგ პატარა ბავშვს შენ როგორც უწოდებ,შენნაირებს ერთ დიდ პარადს ჯობია ტვინითაც და ავტორიტეტითაც...მე არ გირჩევ მარა თუ ძანნ გაინტერესებს ჩადი გორში და იქ იკითხე ან ნომერი დაუტოვე და დაგიკავშირდება მარა მე არ გირჩევ
avoe-s
09:50 29-06-2015
0
ერთი ესენი მოიგებენ ერთ თამაშს, მეტი არაა ჩემი მტერი. ის პატარა ბავშვი ვინაა ხელებით რომ ლაპარაკობს სურათზე
avoe
07:34 29-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული