პაპუნა ფონიავა: არ ვფიქრობ, რომ "ომონია" გადაულახავი ბარიერია...

AutoSharing Option
მარტვილის "მერანის" აღზრდილი პაპუნა ფონიავა რომ ბათუმის "დინამოს" ახალწვეულია, ეს უკვე იცით. 21 წლის ნახევარმცველმა თურქულ შეკრებასა და ევროპალიგის მოახლოებულ მატჩებზე ილაპარაკა.

"ბათუმის "დინამოში" მოსვლამდე ბიჭებთან ვმეგობრობდი და ზოგიერთ მათგანს კარგადაც ვიცნობდი. ძალიან მესიამოვნა, რომ გუნდში მეგობრული ატმოსფერო დამხვდა და ადაპტაციაც არ გამჭირვებია.

ვცდილობ, ევროპალიგის მატჩებს კარგ ფორმაში შევხვდე - ამისთვის თურქეთში საუკეთესო პირობები გვქონდა.

მოედნის ცენტრში, საყრდენის პოზიციაზე ვთამაშობ, თუმცა ერთ-ერთ შეხვედრაში მარჯვენა ფლანგზეც დამაყენეს. ვეცდები, ნებისმიერ პოზიციაზე მაქსიმალურად დავიხარჯო...

ევროპალიგაზე ძლიერი მეტოქე კი გვერგო, მაგრამ არც ჩვენ ვართ
ხელწამოსაკრავი გუნდი. მეტოქეს აუცილებლად ჩვენი თამაში უნდა შევთავაზოთ. მისი გამოცდილების მიუხედავად, არ ვფიქრობ, რომ კვიპროსის "ომონია" გადაულახავი ბარიერია", - ამბობს ფონიავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული