იმის გამო, რომ "დინამო არენაზე" სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება. სტადიონზე სულ ექვსი სალარო იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა სალაროში მას შემდეგ გადაწყდა, რაც biletebi.ge-მ ვერ უზრუნველყო ონლაინ-რეჟიმში მათი გაყიდვა.
უეფასა და სფფ-ის ერთობლივი შეთანხმებით, ბილეთები დაბეჭდილი სახით სწორედ ამიტომ გაიყიდება.
ასევე იხილეთ:
biletebi.ge ბილეთების გარკვეული რაოდენობის გაყიდვას აგრძელებს
ქართველების გამოხმაურება Biletebi.ge-ს ბოდიშზე: შარჟების კრებული