ჩვენ და კვიპროსელები - ურთიერთდაპირისპირებათა ისტორია

AutoSharing Option
ფოტოზე: "ანორთოსისი"-"დილა" არეულობის გამო ჩაიშალა
დღევანდელი ევროტურნირების მატჩებით ქართული გუნდებისათვის ახალი საფეხბურთო სეზონი იხსნება.

დღეს ევროტურნირებზე ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-კვიპროსულ დაპირისპირებებზე ვისაუბრებთ, ხოლო რაც შეეხება ქართულ-რუმინული ბრძოლების ისტორიას, ამაზე მომდევნო კვირაში იყოს, როცა "ბოტოშანი" "ცხინვალთან" საპასუხო მატჩისთვის გვესტუმრება...

ჩვენ და კვიპროსელები
ისევე, როგორც აზერბაიჯანელებთან, ევროტურნირებზე კვიპროსულ კლუბებთანაც არა გვაქვს უარყოფითი ბალანსი: აქამდე ჩატარებული ოთხი მატჩიდან ორ შეხვედრაში ჩვენ გავიმარჯვეთ, ორშიც -კვიპროსელებმა.

ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდების მეტოქე ორივე შემთხვევაში "ანორთოსისი" იყო, ოღონდ, "გაგრასთან" ჩატარებულმა ორივე მატჩმა თუ ჭეშმარიტად სპორტულ პაექრობაში ჩაიარა, ამას
ნამდვილად ვერ ვიტყვით ქართულ-კვიპროსული კლუბების მომდევნო დაპირისპირებებზე.

მოდით, ჯერ პირველი შემთხვევა გავიხსენოთ, როცა ევროტურნირების დებიუტანტი "გაგრა" მართლაც ღირსეულად ეპაექრა გამოცდილებითაც და ფინანსებითაც თავისზე ბევრად მაღლა მდგომ "ანორთოსისს". ეგ კი არა, "გაგრას" საპასუხო შეხვედრაში სულ მცირედი დააკლდა, თამაში დამატებით დროში რომ გადაეყვანა, მერე კი ვინ იცის, რა მოხდებოდა.

"გაგრა"-"ანორთოსის" დაპირისპირებებიდან მომდევნო წელიწადს, ეს კვიპროსული გუნდი კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში; ოღონდ, მეტოქედ ბევრად უფრო ძლიერი გუნდი ჰყავდა: იმდროინდელ "დილაში" ხომ ერთიმეორეზე გამოცდილი თუ მაღალი კვალიფიკაციის ფეხბურთელები თამაშობდნენ.

მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ იმ მომენტისათვის წყვილში ფავორიტის სტატუსი "დილას" უფრო ეკუთვნოდა, ვიდრე მის მეტოქეს; თუმცა, თბილისში ჩატარებულ პირველ მატჩში სტუმრებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსიც გაუჩნდათ.

მაგრამ, ლარნაკაში გამართულ საპასუხო შეხვედრაში "დილამ" ჩინებულად ითამაშა და როცა 81-ე წუთზე მათე ვაწაძემ მასპინძელთა კარში მესამე გოლი გაიტანა, "ანორთოსისის" გულშემატკივრებმა ტრიბუნების რბევა დაიწყეს და არბიტრმაც მატჩის შეწყვეტის გადაეწყვეტილება მიიღო.

მოკლედ, ეს შეხვედრა 0:3-ზე შეწყდა, რამდენიმე დღეში კი უეფამ ვერდიქტი გამოიტანა და კვიპროსულ გუნდს ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალა...

ყველა დაპირისპირება
ევროპალიგა. II საკვ. ეტაპი
14.07.11. ლარნაკა
ანორთოსისი-გაგრა 3:0
1:0 ვუჩიჩევიჩი (8), 2:0 რეჟეკი (35), 3:0 რეჟეკი (35)
გაგრა: სეფიაშვილი, ხუციძე, კალანდაძე, ტყეშელაშვილი, ნ. ჯიშკარიანი, ზ. ჩხეტიანი, ნაკონეჩნი (67. გაბედავა), შარიქაძე (86. ჭკუასელი), თ. სიჭინავა (60. კობერიძე), ორდინსკი, კვანტალიანი.
მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი

21.07.11. ზესტაფონი
გაგრა-ანორთოსისი 2:0
1:0 გაბედავა (6), 2:0 ტყეშელაშვილი (90)
გაგრა: სეფიაშვილი, ხუციძე (78. ციცხვაია), კალანდაძე, ტყეშელაშვილი, ნ. ჯიშკარიანი, ზ. ჩხეტიანი, ნაკონეჩნი, შარიქაძე, გაბედავა, ორდინსკი, კვანტალიანი.

ევროპალიგა. II საკვ. ეტაპი
02.08.12. თბილისი
დილა-ანორთოსისი 0:1
0:1 ოკასი (69)
დილა: სკენდერი, შაშიაშვილი, სალუქვაძე, გ. ონიანი, კვირკველია, ბეჭვაია (77. კაციტაძე), გოგუა, შ. გრიგალაშვილი (46. ალადაშვილი), ს. გურული, მოდებაძე (82. გვალია), ვაწაძე.
მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე

09.09.12. ლარნაკა
ანორთოსისი-დილა 0:3 (ტ/შ)
0:1 ვაწაძე (54), 0:2 სალუქვაძე (78), 0:3 ვაწაძე (81)
დილა: სკენდერი, შაშიაშვილი, სალუქვაძე, გ. ონიანი, კვირკველია, ბეჭვაია, შ. გრიგალაშვილი, გვალია, კახელიშვილი (46. ახალკაცი), ს. გურული, ვაწაძე.

შენიშვნა: ტრიბუნებზე მომხდარი არეულობის გამო, შეხვედრის უნგრელმა არბიტრმა ფაბიან მიხალიმ 83-ე წუთზე მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და უეფას გადაწყვეტილებით "ანორთოსისს" ჩაეთვალა ტექნიკური წაგება (0:3).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული