კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "გაბალა" მაინც დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ივლისს, თბილისის "დინამომ" უეფას ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალასთან" პირველი მატჩი გამართა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

"დინამო არენაზე" ჩატარებული შეხვედრის პირველი ტაიმი არაერთგვაროვანი გამოვიდა. მე-40 წუთამდე ტერიტორიული და სათამაშო უპარატესობა მასპინძელთა მხარეს იყო და რამდენიმე ეპიზოდში, გიორგი ქვილითაიას, ვახტანგ ჭანტურიშვილისა და ჯაბა ჯიღაურის ეფექტური თამაშის წყალობით, დინამოელები ანგარიშის გახსნასთანაც ახლოს იყვნენ.

თუმცა, ყველაზე გამოსარჩევი მაინც 37-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილის მომენტი იყო, რომლის შორი მანძილიდან დარტყმის შემდეგ "გაბალას" კარი ძელმა იხსნა.

სამაგიეროდ, ტაიმის ბოლო ხუთ წუთში
უკვე "დინამოს" მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკას მიეცა სანერვიულო. დინამოელებმა ბურთი მეტოქეს დაუთმეს, "გაბალას" ფეხბურთელებმა კი ზედიზედ სამჯერ აშკარა საგოლე მომენტით ვერ ისარგებლეს.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც შეხვედრის არბიტრმა როი რაინშრაიბერმა "დინამო" მოედანზე 10 კაცით დატოვა. 51-ე წუთზე, მოედნის ცენტრში მეტოქეზე უხეშობის გამო წითელი ბარათი გიორგი გველესიანს აუფრიალა.

აქედან 2 წუთში სტუმრებმა გოლიც გაიტანეს, თუმცა წესების დარღვევით და არ ჩაითვალა...

გია გეგუჩაძემ დინამოელთა რიგებში ცვლილება განახორციელა - ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად მოედანზე რენე ფერეირა, გიორგი ქვილითაიას ნაცვლად კი ალექსანდრე იაშვილი შემოუშვა და ამით მთლიანად შეცვალა სურათი.

მასპინძლებმა რამდენიმეწუთიანი შტურმი მოუწყვეს "გაბალას", ერთ-ერთი იერიში კი გატანილი გოლით დასრულდა. 65-ე წუთზე პაპუნაშვილის გამჭოლი პასით მეკარის პირისპირ იაშვილი და ჯიღაური დარჩნენ. საბოლოო დარტყმაც ამ უკანასკნელმა ზუსტად შეასრულა - 1:0.

გოლიდან ერთ წუთში უკვე "იაშკა" ურტყამდა ძლიერად, თუმცა სტუმრები გადარჩნენ...

74-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა - ჯავით ჰუსეინოვმა საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით "გაბალას" ისტორიაში ევროთასებზე პირველი გოლი გაიტანა - 1:1.

78-ე წუთზე უკვე "გაბალა" გადარჩა გაშვებულ გოლს - მათე ცინცაძის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შედეგად ბურთი სტუმართა კარის ხარიხას მოხვდა.

84-ე წუთზე მოხდა ის, რამაც "დინამო არენა" "ააფეთქა" - ჰრდლიჩკამ საკუთარი კარიდან მძლავრად დაარტყა წინ, ბურთს თავი შეცვლაზე შემოსულმა ლაშა პარუნაშვილმა შეაგება და პაპუნაშვილს უპასა, რომელმაც აზერბაიჯანელთა უკრაინელ გოლკიპერ დმიტრი ბეზოტოსნის შანსი არ დაუტოვა - 2:1.

დარჩენილ დროში დინამოელები, ძირითადად, თავდაცვაზე ზრუნავდნენ და კარის მშრალად შენახვა მსაჯის მიერ კომპენსირებული 5 წუთის განმავლობაშიც შეძლეს.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება ერთი კვირის შემდეგ, 9 ივლისს, გაბალაში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ყოჩაღ ბიჭებს მონდომება შემართება ბევრს ნიშნავს Eრტი კაჩი გვაკლდა თითქმის მთლიანად მეორე ტაიმი მაგრამ კარგმა მონდომებულმა თამაშმა შეუძლებელი შეგვაძლებინა ახლა მთავაღია არ შეგვაშინოს იმან რომ მეტოქის მინდორზე გვიწევს თამაში ძალიან მძიმე თამაში გველის 2 1 არაა ისეთი ანგარიში რომ დამშვიდებული უნდა იყო მაგრამ არ შევდრკეთ მთერლი ძალები და გული უნდა ჩავდოთ საპასუხო მატჩში და გამარჯვებული წამოვიდეთ აზერბაიჯანიდან ჩვენ ეს შეგვიძლია ახალგაზრდები ხართ გამოუცდელები მაგრამ ნიჭიერები და ჭკვიანები
ემზარი
22:07 02-07-2015
0
უზომოდ გახარებული და ნასიამოვნები ვარ ახალგაზრდა ყოჩაღო ბიჭების შესანიშნავი თამაშით ძველი ყიფიანის დინამო გამახსენდა არარატთან ერევანში გაგვიგდეს სულაქველიძე და მაინც მოვუგეთ 4 1 ახლაც გაგვიგდეს ყველაზე მეტი თუ მიცემოდა ყვითელი ბარათი მაგრამ მსაჯი შეცდა მაგრამ დავამტკიცეთ რომ ქართველები ვართ ასე ადვილად ვერ წაგვაქცევენ მადლობა შესანიშბავ ბიჭებს
ემზარი
22:15 02-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული