თბილისის "დინამო" აზერბაიჯანული მხარის პრეტენზიებს პასუხობს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი", 2 ივლისს "დინამო არენაზე" გამართული "დინამო"-"გაბალას" შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება, რა დროსაც, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივმა გულშემატკივრები ფიზიკურად გაუსწორდნენ სტუმარი გუნდის ქომაგს და ამასთან, შეურაცხყვეს აზერბაიჯანის ეროვნული დროშა, ტრიბუნაზე კი გამოფინეს პროვოკაციული ბანერი.


"ვიმედოვნებთ, ფაქტს განსჯის და შესაბამისად იმოქმედებს თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობაც და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც", - განაცხადა გუშინ აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციის პრესმდივანმა მიხაილ რაიმანოღლუმ.

თბილისის "დინამო"
განცხადებას კლუბის ოფიციალურ საიტზე აქვეყნებს:

"პირველ რიგში გვინდა დავაფიქსიროთ, რომ კლუბი სრულად ემიჯნება და გმობს გუშინდელ ინციდენტს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და შემდეგ საქართველოს მეგობარი ქვეყნის სიმბოლიკის შეურაცხყოფას.

თუმცა, შსს გულშემატკივართა შორის ფიზიკურ დაპირისპირებას არ ადასტურებს.

ინფორმაციის თანახმად, მოვლენები "დინამო არენას" ტერიტორიის გარეთ მოხდა და შესაბამისად - "დინამო თბილისი", როგორც ორგანიზატორი მხარე, ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

რაც შეეხება მეორე იარუსზე გადმოფენილ ერთ-ერთ ბანერს, მის შესახებ სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო ოპერატიული ზომები და მოხდა ამ ბანერის ტრიბუნიდან მოცილება.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მატჩის ოფიციალურ პროგრამაში ჩვენ არაერთხელ დავაფიქრისრეთ, თუ როგორი დატვირთვა აქვს აზერბაიჯანულ ფეხბურთს "დინამოს" ისტორიაში და თუ როგორი პატივია ჩვენთვის მეზობელი ქვეყნის გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობა.

იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი ფაქტები ხელს არ შეუშლის ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობას და მათ სპორტულ წარსულს, აწმყოსა და მომავალს".
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფაქტი მართლა სამარცხვინოა. მე არასდროს დამავიწყდება აზერბაიჯანელთა პატივისცემა ბაქოში.
0
კარგად გამოიძიეთ. იქნებ სიაფანდია. სურათზე აზერბაიჯანის დროშა არ ჩანს.
qalaqskii
13:03 04-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული