თბილისის "დინამო" აზერბაიჯანული მხარის პრეტენზიებს პასუხობს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი", 2 ივლისს "დინამო არენაზე" გამართული "დინამო"-"გაბალას" შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება, რა დროსაც, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივმა გულშემატკივრები ფიზიკურად გაუსწორდნენ სტუმარი გუნდის ქომაგს და ამასთან, შეურაცხყვეს აზერბაიჯანის ეროვნული დროშა, ტრიბუნაზე კი გამოფინეს პროვოკაციული ბანერი.


"ვიმედოვნებთ, ფაქტს განსჯის და შესაბამისად იმოქმედებს თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობაც და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც", - განაცხადა გუშინ აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციის პრესმდივანმა მიხაილ რაიმანოღლუმ.

თბილისის "დინამო"
განცხადებას კლუბის ოფიციალურ საიტზე აქვეყნებს:

"პირველ რიგში გვინდა დავაფიქსიროთ, რომ კლუბი სრულად ემიჯნება და გმობს გუშინდელ ინციდენტს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და შემდეგ საქართველოს მეგობარი ქვეყნის სიმბოლიკის შეურაცხყოფას.

თუმცა, შსს გულშემატკივართა შორის ფიზიკურ დაპირისპირებას არ ადასტურებს.

ინფორმაციის თანახმად, მოვლენები "დინამო არენას" ტერიტორიის გარეთ მოხდა და შესაბამისად - "დინამო თბილისი", როგორც ორგანიზატორი მხარე, ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

რაც შეეხება მეორე იარუსზე გადმოფენილ ერთ-ერთ ბანერს, მის შესახებ სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო ოპერატიული ზომები და მოხდა ამ ბანერის ტრიბუნიდან მოცილება.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მატჩის ოფიციალურ პროგრამაში ჩვენ არაერთხელ დავაფიქრისრეთ, თუ როგორი დატვირთვა აქვს აზერბაიჯანულ ფეხბურთს "დინამოს" ისტორიაში და თუ როგორი პატივია ჩვენთვის მეზობელი ქვეყნის გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობა.

იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი ფაქტები ხელს არ შეუშლის ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობას და მათ სპორტულ წარსულს, აწმყოსა და მომავალს".
მკითხველის კომენტარები / 8 /
სპორტს ყველამ პატივი ვცეთ
Tamazi
05 ივლისი 2015 07:32
0
რა ტერიტორიები აგიტყდათ? დინამოს სტადიონიდან დაბრუნდება ტერიტორიები ? ცოტა აზრზე მოდით და ყველას ტვალში ნუ დაგოიმდებით . სირცხვილია ბოლოს და ბოლოს !
gerCi
05 ივლისი 2015 03:52
0
ვის აძლევს ხელს ასეთი ქმედება? დაგეგმილს ჰგავს, გამოიძიეთ. პოლიტიკა უნდა მოვაშოროთ ტრიბუნებს. ეს არაფრის მომტანია, საქმეს ვნებს მხოლოდ.
luka-koko
04 ივლისი 2015 19:46
0
აზერბაიჯანლები თავიდან ბოლომდე .. არიან ყოველთვის ასეთი ტყუილებით ცდილობენ არარსებულის მიღწევას არამხოლოდ საფეხბურთო არამედ მთლიანად საკაცობრიობო საკითხებზე, არ .......... რაც შეეხება გამოკრულ ბანერს დიახაც მართალია ყველამ კარაგდ იცის თუ ვის ეკუთნოდა ის ტერიტორიები რომლითაც დღეს ეს ..... ამაყობენ
nika
04 ივლისი 2015 13:52
0
nika
04 ივლისი 2015 13:50
0
თვითონ ფეხბურთის გულშიმატკივრებს მართებთ ურთიეღთპატივისცემით მოპყრობა რა ვაჟკაცობაა ჩამოსულ სტუმრაბს მოექცე ცუდათ ამას არაფერი აქვს საერთო სპორტთან და გულშემატკრივობასთან პირიქით ეს აზარალებს ჩვენ ფეხბურთელებს რომლებმაც თავი არ დაზოგეს რომ ხალხი ესიამოვნებინად იქ ჩასვლა არ გვინდა? თუ ცუდათ მოგვექცნენ იქ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ჩვენც ცუდათ მოვიქცეთ ეს არ ემსახურება მეგობრობას ჩვენ ქვეყნებს შორისმთელი ევროპა იყო იქ ჩასული და სადმე გაიგონეთ აზერბაიჯანელ გულშემატკრივთა ცუდი დამოკიდებულება ჩასული სტუმრებისადმი? ან რატომ აკავშირებენ ხშირად პოლიტიკას სპორტთან?
ემზარი
04 ივლისი 2015 13:35
0
კარგად გამოიძიეთ. იქნებ სიაფანდია. სურათზე აზერბაიჯანის დროშა არ ჩანს.
qalaqskii
04 ივლისი 2015 13:03
0
ფაქტი მართლა სამარცხვინოა. მე არასდროს დამავიწყდება აზერბაიჯანელთა პატივისცემა ბაქოში.
ss
04 ივლისი 2015 12:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული