აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებები თბილისის "დინამოსა" და "გაბალას" მატჩის შემდგომ მომხდარ ინციდენტზე წერენ. კერძოდ, მათი ცნობით, მატჩის დასრულების შემდეგ "გაბალას" ქომაგებს თავს დაესხნენ ქართველი გულშემატკივრები, წაართვეს დროშები, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ფეხქვეშ გათელეს აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა.
ქართველებმა გვცემეს და დროშა გაგვითელეს! - აზერბაიჯანული მხარე უეფაში ჩივის
დინამო (თბ)-გაბალა 2:1 - გარდამტეხი მე-60... [VIDEO+PHOTO]
დინამო (თბ)-გაბალა 2:1 - გარდამტეხი მე-60... [VIDEO+PHOTO]
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულისგან ბოდიშის ოფიციალურად მოხდა მოითხოვა. სამეზობლოში იმასაც წერენ, თითქოს სტადიონზე იყო
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ არავის მისცემს უფლებას, ჩრდილი მიაყენოს აზერბაიჯანთან ურთიერთობას. მანვე შესაბამის ორგანოებს მომხდარის გამოძიება დაავალა.
ამასთან, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის გენმდივანი ელხან მამედოვი დაუკავშირდა ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას, რომელმაც პირობა მისცა, რომ გაერკვევა პრობლემაში და დამნაშავეები გამოაშკარავდებიან. ამასაც აზერბაიჯანული მედია წერს.
ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის "დინამომ" კლუბის ოფიციალური პოზიცია განცხადებაში დააფიქსირა (იხილეთ ვრცლად)
კომენტარი გააკეთა "გაბალას" ვიცე-პრეზიდენტმა ფარიზ ნაჯაფოვმა:
"თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ თბილისში "გაბალას" მიღება და საერთოდ, მატჩის ორგანიზაცია უმაღლეს დონეზე იყო, არანაირი პრობლემა არ გვქონია.
გავიგე, რომ ადგილობრივ გულშემატკივრებსა და "გაბალას" ფანატთა ჯგუფ "სექტორ 11"-ის წევრებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ეს ჯგუფი ჩვენთან ერთად წამოსულა თბილისში...
პლაკატისა და აზერბაიჯანის დროშის შეურაცხყოფის თაობაზე კი შემიძლია ვთქვა ერთი - ეს პროვოკატორების ნახელავია. პლაკატი ტრიბუნებიდან მოხსნეს მაშინვე, როგორც კი საქმეში ჩვენი მხარე ჩაერია...
რაც შეეხება საპასუხო მატჩს, ყველა იყოს მშვიდად - უსაფრთხოება იქნება უმაღლეს დონეზე. ეს ეხება როგორც უშუალოდ "დინამოს", ისე საქართველოდან ჩამოსულ სტუმრებს. "გაბალას" სტადიონზე არანაირი შეურაცხმყოფელი ბანერი არ იქნება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"