სავარაუდო ტრანსფერი: გორის "დილა" ლაშა სალუქვაძესაც დაიმატებს

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ 33 წლის ცენტრალურმა მცველმა ლაშა სალუქვაძემ კარიერა გორის "დილაში" გააგრძელოს, სადაც ის ადრე უკვე თამაშობდა.

სალუქვაძის ბოლო კლუბი ბაქოს "ინტერი" იყო. გამოცდილი უკანახაზელის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში ჩატარებული 38 მატჩი და 1 გოლია.

რაც შეეხება "დილას", გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას თურქეთში, ქალაქ აფიონში განაგრძობს. დღეს უჩა სოსიაშვილის გუნდი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას თურქეთის პირველი ლიგის "ალანიასპორტთან", თბილისის დროით 19:00 სთ-ზე გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ესეც ტყუილია?..
irakli apkhaidze
12:20 07-07-2015
0
ჰაჰაა ძველი დილა ბრუნდებაა :** მშვენიერია წარმატებები დილას და ყველა ქართულ კლუბს )))
svani_7
12:15 07-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული