ჩვენ და რუმინელები - ურთიერთდაპირისპირებათა ისტორია

AutoSharing Option
ევ­რო­ტურ­ნი­რე­ბის დე­ბი­უ­ტან­ტი "ცხინ­ვა­ლი" ევ­რო­პა­ლი­გის პირ­ვე­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის სა­პა­სუ­ხო მატჩს დღეს, 9 ივლისს ჩა­ა­ტა­რებს რუ­მი­ნულ "ბო­ტო­შა­ნის­თან" და ყვე­ლას გვე­ი­მე­დე­ბა, რომ კა­ხა კა­ჭა­რა­ვას და­მოძღ­ვ­რი­ლი ქარ­თუ­ლი გუნ­დი ამ შეხ­ვედ­რას თა­ვის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გით და­ამ­თავ­რებს და მომ­დევ­ნო ეტაპ­ზეც გა­ვა.

"ცხინ­ვა­ლის" მსგავ­სად, "ბო­ტო­შა­ნიც" პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს ევ­რო­ტურ­ნი­რებ­ზე, თუმ­ცა, ნუ დაგ­ვა­ვიწყ­დე­ბა, რომ უკ­ვე წლე­ბია, რაც რუ­მი­ნუ­ლი კლუ­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბით ას­პა­რე­ზო­ბენ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­სა თუ ევ­რო­პა­ლი­გა­ზე.

...ევ­რო­ტურ­ნი­რებ­ზე ქარ­თუ­ლი და რუ­მი­ნუ­ლი კლუ­ბე­ბის ურ­თი­ერ­და­პი­რის­პი­რე­ბა­თა ის­ტო­რი­ას თუ გა­დავ­ხე­დავთ, გა­გიკ­ვერ­დე­ბათ და, დღეს­დღე­ო­ბით თით­ქ­მის აბ­სო­ლუ­ტუ­რი თა­ნა­ფარ­დო­ბაა: "ბო­ტო­შან­ისთან" ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი მატ­ჩის ჩათ­ვ­ლით, სულ 6 შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, 2
ჩვენ მო­ვი­გეთ, 2 - რუ­მი­ნე­ლებ­მა და ორიც ფრედ დამ­თავ­რ­და.

ერ­თა­დერ­თი, ბურ­თე­ბის სხვა­ო­ბა­ში მცი­რე­დით გვჯობ­ნი­ან რუ­მი­ნე­ლე­ბი: 7-6.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში, რუ­მი­ნულ გუნდს ევ­რო­ტურ­ნი­რებ­ზე პირ­ვე­ლად 1994 წელს და­ვუ­პი­რის­პირ­დით; თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" იმ დრო­ი­სათ­ვის კლუ­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო შე­მად­გენ­ლო­ბა ჰყავ­და და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც არა­ვის უნ­და გაჰ­კ­ვირ­ვე­ბო­და კრა­ი­ო­ვას "უნი­ვერ­სი­ტა­ტე­ას" ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა.

ეგ კი არა, გი­ვი ნო­დი­ას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით მო­ას­პა­რე­ზე "დი­ნა­მო" იმ­დე­ნად სჯობ­და მე­ტო­ქეს, თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო, რომ ორი­ვე მატ­ჩი ბევ­რად უფ­რო დი­დი ან­გა­რი­ში­თაც მო­ე­გო; თუმ­ცა, არც იმ შე­დე­გით ვი­ყა­ვით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი: დი­ნა­მო­ელ­თა ახალ­გაზ­რ­დულ­მა გუნ­დ­მა (მხო­ლოდ გე­ლა ინა­ლიშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ზო­ი­ძე იყ­ვ­ნენ 25 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი "ვე­ტე­რა­ნე­ბი") ორი­ვე მატ­ჩ­ში სუ­პერ­შემ­ტე­ვი ტაქ­ტი­კა აირ­ჩია და "უნი­ვერ­სი­ტა­ტე­ას" შან­სი არ და­უ­ტო­ვა.

ჩი­ნე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ გი­ორ­გი ქინ­ქ­ლა­ძე, შო­თა არ­ვე­ლა­ძე, არ­ჩილ არ­ვე­ლა­ძე, გო­ჩა ჯა­მა­რა­უ­ლი, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, თუმ­ცა ორი­ვე შეხ­ვედ­რა­ში დი­ნა­მო­ელ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­მორ­ჩე­ულ­ნი იყ­ვ­ნენ რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძე და მურ­თაზ შე­ლია. აქ­ვე, ისიც უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­პა­სუ­ხო შეხ­ვედ­რა­ში "დი­ნა­მოს" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დე­ბი­უ­ტი ჰქონ­და იმ დრო­ის­თ­ვის 16 წლის ალექ­სან­დ­რე იაშ­ვილს...

რუ­მი­ნულ კლუ­ბებ­თან მომ­დევ­ნო და­პი­რის­პი­რე­ბა 1996 წელს გვქონ­და, რო­ცა ყვე­ლა შე­გუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რომ ფო­თის "კოლ­ხე­თი" უშან­სოდ იქ­ნე­ბო­და რუ­მი­ნე­თის ერთ-ერთ უძ­ლი­ე­რეს კლუბ ბუ­ქა­რეს­ტის "დი­ნა­მოს­თან" და ასეც მოხ­და.

ქარ­თულ-რუ­მი­ნუ­ლი მომ­დევ­ნო და­პი­რის­პი­რე­ბა კი 2 წლის წი­ნათ იყო, რო­ცა ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­სა­მე საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" მე­ტო­ქედ ერ­გო რუ­მი­ნე­თის ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი და ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კლუ­ბი, ბუ­ქა­რეს­ტის "სტიაუა".

ეს გუნ­დი, სა­ერ­თო­დაც, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ერთ-ერთ უძ­ლი­ე­რე­სად მი­იჩ­ნე­ვა და ამა­ში თბი­ლი­სურ მატ­ჩ­შიც ყვე­ლა დავ­რ­წ­მუნ­დით: მე­ო­რე ტა­იმ­ში შეც­ვ­ლა­ზე შე­მო­სულ­მა ახალ­გაზ­რ­და ფორ­ვარ­დ­მა გაბ­რი­ელ იან­კუმ "დუბ­ლი" შე­ას­რუ­ლა და სა­პა­სუ­ხო შეხ­ვედ­რა­მაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, აზ­რი და­კარ­გა.

ორი წლის წი­ნან­დე­ლი "სტიაუა" მარ­თ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი გუნ­დი იყო და რამ­დე­ნი­მე ასე­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტიც უნ­და ვახ­სე­ნოთ: მე­კა­რე ჩიპ­რი­ან ტა­ტა­რა­შა­ნუ (მე­რე "ფი­ო­რენ­ტი­ნა­ში" გა­და­ვი­და), ცენ­ტ­რა­ლუ­რი მცვე­ლი ვლად კი­რი­კე­ში ("ტო­ტენ­ჰემ­შია"), იტა­ლი­ე­ლი ცენ­ტ­რ­ფორ­ვარ­დი ფე­დე­რი­კო პი­ო­ვო­კა­რი (ეს­პა­ნურ "ეიბარ­შია"), პო­ლო­ნე­ლი ცენ­ტ­რა­ლუ­რი მცვე­ლი ლუ­კაშ შუ­კა­ლა, გუნ­დის კა­პი­ტა­ნი, ენერ­გი­უ­ლი საყ­რ­დე­ნი ალექ­სან­დ­რუ ბურ­ჩე­ა­ნუ და, რა­ღა თქმა უნ­და, მარ­ცხე­ნა გა­რე­მარ­ბი კრის­ტი­ან ტა­ნა­სე, რო­მელ­მაც "დი­ნა­მოს" მცვე­ლებს უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა შე­უქ­მ­ნა.

ისე, არა­ვინ იცის, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი თბი­ლი­სურ მატ­ჩ­ში (და, ალ­ბათ, სა­ერ­თოდ, ორ­რა­უნ­დი­ან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში), 0:0-ზე "დი­ნა­მოს" ეს­პა­ნელ ლი­დერს, ჩის­კოს პე­ნალ­ტი რომ გა­ე­ტა­ნა. ეს ეპი­ზო­დი 61-ე წუთ­ზე მოხ­და, სამ წუთ­ში კი რუ­მი­ნე­ლებ­მა აქეთ გაგ­ვი­ტა­ნეს გო­ლი...

ყვე­ლა და­პი­რის­პი­რე­ბა
უეფას თა­სი, წი­ნას­წა­რი წრე
09.08.94. თბი­ლი­სი
დი­ნა­მო თბ-უნი­ვერ­სი­ტა­ტეა 2:0
1:0 ქინ­ქ­ლა­ძე (27), შ. არ­ვე­ლა­ძე (59)
დი­ნა­მო: ზო­ი­ძე, ნ. ლობ­ჟა­ნი­ძე, ნემ­სა­ძე, შე­ლია, ინა­ლიშ­ვი­ლი, ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი (64. ზ. რე­ვიშ­ვი­ლი), ჯა­მა­რა­უ­ლი, ქინ­ქ­ლა­ძე, რ. არ­ვე­ლა­ძე, ა. არ­ვე­ლა­ძე (79. ცქი­ტიშ­ვი­ლი), შ. არ­ვე­ლა­ძე.
მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი: გი­ვი ნო­დია

23.08.94. კრა­ი­ო­ვა
უნი­ვერ­სი­ტა­ტეა-დი­ნა­მო თბ 1:2
0:1 ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი (2), 1:1 პი­გუ­ლია (58), 1:2 ქინ­ქ­ლა­ძე (83)
დი­ნა­მო: ზო­ი­ძე (65. ჩხე­ი­ძე), ნ. ლობ­ჟა­ნი­ძე, ნემ­სა­ძე, შე­ლია, ინა­ლიშ­ვი­ლი, ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, ჯა­მა­რა­უ­ლი, ქინ­ქ­ლა­ძე (88. ა. იაშ­ვი­ლი), რ. არ­ვე­ლა­ძე, ა. არ­ვე­ლა­ძე. შ. არ­ვე­ლა­ძე.
მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი: გი­ვი ნო­დია

ინ­ტერ­ტო­ტოს თა­სი. შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პი
20.07.96. ბუ­ქა­რეს­ტი
დი­ნა­მო ბუქ-კოლ­ხე­თი 2:0
კოლ­ხე­თი: გო­გუა, ქუნ­თე­ლია (74. ღა­ღა­ნი­ძე), ქო­ბუ­ლა­ძე, შ. ხუ­ჯა­ძე, თი­ბი­ლაშ­ვი­ლი, მი­ქა­ბე­რი­ძე, ბ. ამ­ბი­ძე, ტორ­ჩი­ნა­ვა, სო­ლო­ღაშ­ვი­ლი, გა­ხო­კი­ძე, გა­ბი­სო­ნია (78. ბუ­ლუ­ხია).

ევ­რო­პა­ლი­გა. III საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი
30.08.13. თბი­ლი­სი
დი­ნა­მო თბ-სტიაუა 0:2
0:1 იან­კუ (64), 0:2 იან­კუ (80)
დი­ნა­მო: ლო­რია, სე­თუ­რი­ძე, უს­ტა­რი­ცი, გ. კვა­რაცხე­ლია, კვირ­კ­ვე­ლია, ხმა­ლა­ძე, ე. გრი­გა­ლაშ­ვი­ლი, მე­რე­ბაშ­ვი­ლი (87. ხო­ჭო­ლა­ვა), გლი­ში­ჩი, ჩის­კო (67. ვუო), დვა­ლი (79. გო­გა).
მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი: დუ­შან უჰ­რი­ნი

06.08.13. ბუ­ქა­რეს­ტი
სტიაუა-დი­ნა­მო თბ 1:1
1:0 ლა­ტოვ­ლე­ვი­ჩი (7), 1:1 უს­ტა­რი­ცი (48)
დი­ნა­მო: ლო­რია, სე­თუ­რი­ძე, უს­ტა­რი­ცი, გ. კვა­რაცხე­ლია, კვირ­კ­ვე­ლია, ხმა­ლა­ძე, პა­პა­ვა (60. გო­გა), მე­რე­ბაშ­ვი­ლი, ე. გრი­გა­ლაშ­ვი­ლი, ჩის­კო, დვა­ლი (69. ვუო).

ევ­რო­პა­ლი­გა. I საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი
02.07.15. ბო­ტო­შა­ნი
ბო­ტო­შა­ნი-ცხინ­ვა­ლი 1:1
1:0 ივა­ნო­ვი­ჩი (21), 1:1 ნ. კა­ჭა­რა­ვა (46)
ცხინ­ვა­ლი: ნა­დი­რა­ძე, ცერ­ც­ვა­ძე, კა­კუ­ბა­ვა, ვ. კი­ლა­სო­ნია, ბა­ჩი­აშ­ვი­ლი, გი­გა­უ­რი (77. ბურ­ძე­ნა­ძე), ქარ­და­ვა, ლექ­ვ­თა­ძე (63. შუ­ლაია), ცაც­კ­რი­ა­ლაშ­ვი­ლი, ივა­ნიშ­ვი­ლი (89. კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი), ნ. კა­ჭა­რა­ვა.
მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი: კა­ხა კა­ჭა­რა­ვა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული