თბილისის "დინამო" გაბალაში დამარცხდა და ევროპალიგას დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ივლისს თბილისის "დინამომ" სტუმრად აზერბაიჯანულ "გაბალასთან" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა, რითაც ტურნირში გამოსვლა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში, ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანული გუნდი გავიდა...

მატჩის პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე 45-ე წუთამდე არ მისულა. ზედ შესვენების წინ კი ახლო მანძილიდან რაშად სადიგოვის თავურის შემდეგ მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკამ "დინამო" აშკარა გოლისგან იხსნა.

მეორე ტაიმის დასაწყისში
ჯერ ფლორესკუს შეეძლო დინამოელთა მცველების არეულობით სარგებლობა და ბურთის კარში გადაგზავნა, შემდეგ კი მშვენიერი სოლო-რეიდის წარმატებული დარტყმით გიორგი პაპუნაშვილმა ვერ დაასრულა.

66 წუთზე "გაბალას" მეკარემ ბურთზე მთლად კარგად ვერ ითამაშა, რის შემდეგაც ბურთი გიორგი ქვილითაიას მოხვდა და კარში შეგორდა. თუმცა, ფრანგმა მსაჯმა ამორი დელერუმ დინამოელთა ფორვარდზე ხელით თამაში დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

71-ე წუთზე კი "დინამო" 10 კაცით დარჩა - მსაჯმა მოედნიდან უწყინარ სიტუაციაში უხეშობისთვის თბილისელთა კაპიტანი ლაშა თოთაძე გააძევა. შეიძლება ითქვას, ამ ეპიზოდმა დიდად განაპირობა მატჩის შედეგი...

ამის შემდეგ "გაბალა" დიდი ძალებით გადავიდა დინამოელთა ნახევარზე. ერთ ეპიზოდში პაპუნაშვილს სწრაფი კონტრშეტევის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ მასპინძელთა მეკარემ ბურთის კუთხურზე მოიგერიება შეძლო.

"გაბალამ" ბოლო ხუთი წუთი თბილისის "დინამოს" კართან შტურმი მოაწყო და 88-ე წუთზე სერგეი ზენევის დარტყმულის შემდეგ ანგარიში გაიხსნა კიდეც - 1:0.

ბოლო წუთებზე "დინამომ" სცადა გარდატეხის შეტანა, თუმცა ამაოდ - მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე "გაბალას" ქომაგი ალექსეი ანტონოვმა გააბედნიერა - 2:0.

თბილისის "დინამომ" მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ჰრდლიჩკა, თოთაძე, ტვილდიანი (84, ჯანელიძე), რენე ფერეირა, ჭელიძე, ცინცაძე, პაპუნაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, იაშვილი (61, კიტეიშვილი), ქვილითაია (74, გურული).
მკითხველის კომენტარები / 20 /
სამარცხვინოები ხართ, ვერც ერთმა გუნდმა ვერ დაძლიეთ პირველი ეტაპი და თავის მართლებას დაიწყებთ მერე... მართლა "ჭ"კლასი ხართ თქვენი სამარცხვინო ძალით ფეხბურთელობა რა ვთქვი მე. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, თქვენ კი ჩვენო დიადო ვითომ ფეხბურთელებო ფეხბურთელობას ნუ დაიბრალებთ...
Goga
22:11 09-07-2015
0
ფუ საზიზღარი გუნდი ფეხბურთის გარდა ყველაფერი იყო ეს მატჩი! სირცხვილია,მთელი თამაში აზერები აჯდნენ დინამოს ცალკარა იყო! უდისციპლინობა, თავს არ აწევენ ზევით პასი რომ მიცენ თანაგუნდელს,ფიზიკურად სუსტები, კაროჩე სამივე ქართული გუნდი გამოვარდა და ქართული ფეხბურთის მამებს რომ კითხო ყველაფერი კარგად არისო, მაშ მტყუანის......
raShid
22:17 09-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული