თბილისის "დინამო" "გაბალასთან" მატჩზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უეფას მიმართავს

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" მატჩზე 9 ივლისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით "დინამოს" კლუბის ხელმძღვანელობა უეფას მიმართავს.

ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას "დინამოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ჯღარკავამ განაცხადა.

ნიკოლოზ ჯღარკავას განცხადებით, იმის გამო, რომ მატჩზე იყვნენ კონცენტრირებულნი, საქართველოს დროშის დაწვის ფაქტი არ შეუმჩნევიათ.

"ფაქტი საჭიროებს გაანალიზებას. რა თქმა უნდა, კლუბის მხრიდან იქნება შესაბამისი განცხადება გაკეთებული და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ", - განაცხადა ჯღარკავამ.

მისივე თქმით, მომხდარს უეფას აცნობებენ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" გუშინდელ მატჩზე არასასიამოვნო
ინციდენტი მოხდა.

იხილეთ უფრო მეტი ინფორმაცია მომხდარი ინციდენტის შესახებ:

- აზერბაიჯანელთა შურისძიება: საქართველოს დროშა ფეხქვეშ გათელეს [VIDEO+PHOTO]

იხილეთ მატჩის მიმოხილვა:

- ­გაბალა-დინამო (თბ) 2:0 - მშვიდობით, ევროპავ! [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
უეფას მიმართეთ მაგრამ იმასთან დაკავშირებით რომ რამდენიმე წლით აგეკრძალოთ ევრო ასპარეზზე თამაში
MEGRE
12:20 10-07-2015
0
ეგ მაინც ქენით!! დაიცავით საქართველოს ღირსება
svani_7
12:21 10-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული