"დინამო არენის" მეორად სკამებს "ევგრაფი შევარდნაძეზე" დაამონტაჟებენ

AutoSharing Option
რეკონსტრუქციის შემდეგ "დინამო არენა" 54 ათასამდე ძველი ინდივიდუალური სკამისგან გათავისუფლდა. ახლა საქართველოში სტადიონის მოწესრიგება ლამის ყველა დიდ ქალაქში სურთ. როგორც შევიტყვეთ, "დინამო არენიდან" მოხსნილი სავარძლები ქვეყნის სხვადასხვა არენაზე გადანაწილდება.

არსებული ინფორმაციით, მათ ნაწილს ლანჩხუთის "ევგრაფი შევარდნაძეზე" დაამონტაჟებენ. გურულებს უკვე გადასცეს 2061 (სიმბოლურად, ცალი 1 ლარად) ცალი ინდივიდუალური სკამი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და "გურიის" პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ სტადიონი მოინახულა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო. სკამების მონტაჟი რამდენიმე დღეში დაიწყება და "ევგრაფი შევარდნაძე" ახალ სეზონს განახლებული შეხვდება.

როგორც ცნობილია, ლანჩხუთის სტადიონს მაყურებლის
მიღება მხოლოდ აღმოსავლეთ ტრიბუნაზე შეუძლია. დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი ტრიბუნები კი წარსულს ჩაბარდა - დაანგრიეს და ეს მშვენიერი არენა ჯართის შემგროვებელთა ნადავლად იქცა.

ამ ერთადერთ ტრიბუნაზე კი 3000 ინდივიდუალური სკამი უკვე დამონტაჟებულია. თუმცა გურულებს ფეხბურთი ისე უყვართ, ხშირ შემთხვევაში ეს რაოდენობა საკმარისი არ იქნება, ახალმიღებული სკამების დამონტაჟების შემდეგ კი "გურიის" სტადიონზე უკვე 5 ათასამდე ინდივიდუალური სკამი იქნება.

"გურიის" ფინანსური დირექტორის, თენგიზ კიკვაძის თქმით, "დინამო არენა" ლანჩხუთს, დამატებით, საჩუქრად გადასცემს 60 ერთეულ ახალ, რბილ სავარძელს პრეს და VIP-ლოჟებისთვისაც.

* * *
ამასობაში კი "გურიის" ფეხბურთელებმა "საბურთალოს" სამედიცინო ცენტრში შემოწმება გაიარეს. გუნდის მწვრთნელ კახა გოგიჩაიშვილისთვის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დროის ამ პერიოდს შეესაბამება.

"ტესტირების დეტალური ანალიზი რამდენიმე დღეში გვექნება და ეს მწვრთნელს მზადების პროცესის დაგეგმვაში დაეხმარება", - ამბობს გუნდის ექიმი დიმიტრი ზაალიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველო სახელმწიფოდ კი არა ქართველებმა დიდ ღორის ბინძურ ქოხად აქციეთ თუ.
gaga
21:59 11-07-2015
0
თერჯოლასაც შეპირდით მახსოვს
irakli apkhaidze
18:43 10-07-2015
0

სიახლეები პოპულარული