დე ფაქტო აფხაზეთი ConIFA-ს მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს

AutoSharing Option
დე ფაქტო აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ გუბაზმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის (ConIFA) წევრთა მსოფლიოს 2016 ჩემპიონატს აფხაზეთი უმასპინძლებს. გადაწყვეტილება ConIFA-ს აღმასკომმა ერთხმად მიიღო.

გუბაზის თქმით, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის ნაკრებებს უარი უთხრეს არაღიარებული ქვეყნების ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე, რომელიც სულ ახლახან უნგრეთში გაიმართა. მისი თქმით, ამაში დიდი წვლილი საქართველოს მიუძღვის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რათა აფხაზებსა და ოსებს ტურნირში მონაწილეობა არ მიეღოთ.

"მათ საკითხი უნგრეთის ხელისუფლების დონეზე გადაწყვიტეს და შედეგად, ჩვენ გვითხრეს, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი
ჩასვლა სასურველი არ იყო", - წუხს გუბაზი.

დე ფაქტო აფხაზეთის ფეხბურთელთა ნაკრები დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებული სახალხო რესპუბლიკების ნაკრებებთან ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად მიიწვიეს. ამის შესახებ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესმდივანი მადინა ბგანბა იუწყება.

აფხაზ და დონეცკელ ფეხბურთელთა გუნდების შეხვედრის გამართვა 17 ივლისს იგეგმება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: გამოვაცხადოთ საქართველოს პირველობა ღია პირველობად და მოვიწვიოთ აქ აფხაზური და ოსური გუნდები. დასაწყისში მივიღებთ ცივ უარს, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდებიან (გარკვეული პირობებით), სხვა გამოსავალი მათ არა აქვთ.
Gura
10:34 11-07-2015
1
ვაი თქვენს პატრონს
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული