ამ წვალებაშიც არის სიამოვნება! რიგი, სიები და ფანები ვაკის პარკში [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
"ბარსელონა"-"სევილიას" მატჩზე დასწრების მსურველები ვაკის პარკში გუშინ დილიდან შეიკრიბნენ. გულშემატკივრები ამბობენ, რომ მატჩი, რომელიც თბილისში უნდა ჩატარდეს, უპრეცედენტოა და ამდენი ვარსკვლავის ერთად ნახვას ისინი ვერსად შეძლებენ.


ცოცხალ რიგში დასადგომად შეკრებილების უმრავლესობა რეგიონებიდან ჩამოვიდა. ამბობენ, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებენ ბილეთის შესაძენად. სპეციალურად შედგენილ სიაში უკვე 2 ათასამდე ადამიანია ჩაწერილი. როგორც ირკვევა, ისინი დაყოფილი არიან ჯგუფებად. ვაკის პარკის სხვადასხვა ტერიტორიაზე მიკრულია ფურცლები, სადაც აწერია ჯგუფების რაოდენობა. ყველა ჯგუფს თავის ხელმძღვანელი ყავს, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ, რომ რიგის მოსვლის
შემთხვევაში, ყველა ის ადამიანი, რომელიც მის ჯგუფში მოხვდა, ბილეთს შეიძენს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მესამე ჯგუფის ხელმძღვანელი აკა თევდორაძე ამბობს, რომ დღეს ღამეს ვაკის პარკში გაათევს, რადგან დილიდან მან და მისი ჯგუფის ყველა წევრმა ორგანიზებულად, ქაოსის და არეულობის გარეშე შეძლოს რიგში ჩადგომა და ბილეთის შეძენა.

"სიტუაციას ხალხი ვაკონტროლებთ ჩვენ თვითონ და არ გვჭირდება არც პოლიცია და არც ფედერაცია. როცა გაიხსნება ხვალ დილით სალაროები, ლამაზად მივალთ, პირველი 50 კაცი ავიღებთ ბილეთებს და დავიშლებით", - აცხადებს აკა თევდორაძე.

"გუშინ საღამოდან აქ ვარ, 450-ე ვარ რიგში, სანამ ბილეთს არ ვიყიდი, არსად წასვლას არ ვაპირებ", - აღნიშნა რიგში მდგომმა გიორგი მეზვრიშვილმა.

ვაკის პარკში დღეს ყველა ასაკის, სქესის ადამიანს ნახავდით, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები გაცილებით მეტნი იყვნენ, რიგში ბარსელონას გულშემატკივარი გოგონებიც იდგნენ.

"ვაიმე, ისე მიყვარს ბარსელონა, უკვე 13 წელზე მეტია ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ. მიღირს რიგში ჩადგომა; იმდენად მინდა, რომ სტადიონზე მივიდე და ვიხილო ეს გუნდი თავისი ვარსკვლავებით, რომ რამდენი ხანიც არ უნდა დამჭირდეს, აქ ვიქნები", - აცხადებს რიგში მდგომი მარიამ გულბიანი (იხილეთ ვიდეო).

"ბარსელონა"-"სევილიას" მატჩზე დასასწრები ბილეთების შესაძენად 73 წლის ვარა ბებოც იყო მოსული, რომელიც შვილიშვილების თხოვნას ასრულებდა.

"კახეთიდან ვარ ჩამოსული, შვილიშვილებმა მთხოვეს, ბაბო, აგვიღე ბილეთიო, და იქნება ვკვდები და ერთი სურვილი არ შევუსრულო?", - ამბობს მოხუცებული Ambebi.ge-სთან საუბრისას (ნახეთ ვიდეო)

ფეხბურთის ფედერაცია ვაკის პარკში მიმდინარე პროცესებს არ აღიარებს. ფედერაციაში ამბობენ, რომ ცოცხალი რიგი ხვალ, 12 ივლისს დილის, 09:00 საათზე დაიწყება.

თეა ბითაძე
AMBEBI.GE
მკითხველის კომენტარები / 7 /
არაფერი სიამოვნება არააა....ამაზრზენია საკუთარი თავიი მეზიზღება ესეროვართ...მონები და უნახავებიი მონაზე საზიზღარი თვალები არაფერსაარააქ მგონი ამქვეყანაზე...ვართ მერე საკადრისად,...საკუთარს ვერ ვხედავთ უცხოს მივსდევთ ვეტენებით...
აზაზზელო))
15:48 11-07-2015
0
erti barselonasic da seviliasic 1lars ar gadavixdi biletshi
lasha
16:43 11-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული