ამ დროისთვის სუპერთასის 2600-მდე ბილეთია გაყიდული

AutoSharing Option
უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან 3 საათის შემდეგ, გასაყიდი 19 520 ბილეთი დარჩა.

სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე არსებული მონაცემებით, მესამე კატეგორიის - 18 ლარიანი ბილეთი გასაყიდი 10 158 დარჩა. 35 ლარიანი 9 361, ხოლო პირველი კატეგორიის 75 ლარიანი ბილეთებიდან გასაყიდი მხოლოდ ერთია დარჩენილი.

სულ გასაყიდია 22 089 ბილეთი.

რაც შეეხება სუპერთასის ბილეთების ყიდვის მსურველებს, ვაკის პარკში კვლავ რიგებია. სიცხის გამო, რიგში მდგომი რამდენიმე პირი ცუდად გახდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეუძლოდ მყოფებს ეხმარება.

უეფა-ს სუპერთასის მატჩი
"ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.

- ყველა ინფორმაცია უეფას სუპერთასთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული