ამ დროისთვის სუპერთასის დაახლოებით 6300 ბილეთია გაყიდული

AutoSharing Option
ამ დროისთვის გასაყიდია სუპერთასის 15 784 ბილეთი. პირველი კატეგორიის 75-ლარიანი ბილეთები, რომელთა რაოდენობა სულ 10 917 იყო სრულად გაყიდულია.

დარჩენილია გასაყიდად 6 000-ზე მეტი მეორე კატეგორიის 35-ლარიანი ბილეთი და დაახლოებით 9 000 მესამე კატეგორიის 18-ლარიანი ბილეთი.

ვაკის პარკიდან ბილეთების საყიდლად გულშემატკივრები შესვლას 50 კაციან ჯგუფებად ახერხებენ.

ჯგუფები წინასწარი სიის მიხედვით არის შედგენილი. მოქალაქეები, რომლებიც სიაში არ არიან, ცოცხალი რიგის საშუალებით ბილეთების შეძენას ვერ ახერხებენ.

ბილეთების გაყიდვა დღეს, 09.00 საათიდან მიმდინარეობს. უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო
არენაზე" გაიმართება.

- ყველა ინფორმაცია უეფას სუპერთასთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე ვარ ადამიანი რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს ბავშობიდან დღემდე,ბევრჯერ მიტირია და ბევრჯერ სიხარულის ცრემლიც დამიღვრია ჩემი საყვარელი გუნდის მოგებასა თუ წაგებაზე.ჯერ კიდევ მაშინ როცა სახლის ე.წ.ანტენა მქონდა,რომელიც შავ-თეთრ ბუნდოვან სიგნალს იჭერდა,
მე და ჩემი ოჯახის წევრები მორიგეობით ვიდექით სახურავზე და ხელით ანტენა გვეჭირა და ერთმანეთს იმ ეპიზოდებს ვუყვებოდით რომელიც სახურავზე ყოფნისას გამოვტოვეთ,არ მქონდა იმედი რომ როდესმე ჩემი თვალით ვნახავდი ასეთი დონის მატჩს. სწორედ ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი რომ ჩემი აზრი გამოვხატო.ის რაც სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით მოხდა ეს არის სულისშემძვრელი ფაქტი.ჯერ კიდევ მაშინ როცა ბილეთები.გე_ს მეშვეობით დავკარგე ბოლო იმედი ბარსელონა_სევილიას მატჩზე მოხვედრისა,გამოჩნდა ალტერნატიული გამოსავალი და ბილეთების ცოცხალ რიგში რეალიზაცია გადაწყდა.ამ ფაქტმა დააბრუნა ჩამქრალი იმედები.(თუმცა როგორც აღმოჩნდა სულ ტყუილად) .საქმე იმაშია რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სახალხოდ გამოვიდა და ხალხს მოუწოდა არ მოხვიდეთ წინა დღესო,პირდაპირ 9 საათზე დაიწყება და ის სია რომელსაც ხალხი ადგენს არ იქნება მიღებულიო.ამ სიტყვებმა იმედი შემმატა,იქნება და ამ კაცმა და ზოგადად ფედერაციამ რამეს მართლა მოაბა თავი და მეშველება მეთქი.ღამის 4 საათზე უკვე ვაკის პარკში ვიყავი,სადაც შემზარავი სურათი დამხვდა:ახალგაზრდა ბიჭები ლეიბებით და ზეწრებით ხელში,საშინლად დანაგვიანებული გარემო,ხალხი ერთმანეთზე მიჭყლეტილი და რაც მთავარია გაურკვეველი რიგების სია რომელიც დედამიწის
ზურგზე მხოლოდ უნიათო ქართველ გონებას მოუვიდა თავში და გასაგიჟებელია რომ პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გამოდის მისი 1 დღის წინ გაკეთებული მიმართვის შემდეგ და ამბობს რა კარგი მოუფიქრებიათო. ასე ამგვარად უიმედოდ გავცქერდი რიგს და იმედს არ ვიკლავდი გულში და ბოლო ნაპერწკალს ვაღვივებდი. და აი დილის 08:15 წუთი. პოლიციის აღმართულ ჯებირებთან პირველი რიგის 50_ეული გამოჩნდა ცაში აწეული ტრაფარეტით ნომერი 1. მოულოდნელად პოლიციამ ნება მისცა 50_ეულის ფორმალურ ლიდერს რომ სია წაეკითხა და ისე შესულიყო 50 კაცი.ამან საბოლოოდ ხაზი გადაუსვა ჩემს იმედს. ადგილზე გაქვავებული ვიდექი და მძილდა შექმნილი რეალობა,რეალობა სადაც ხელისუფალს არ ძალუძს ხალხის ორგანიზება და მათ თავის ნებაზე მისვლის საშუალება მისცა. ეს ორმაგად დამთრგუნავი იყო. რომ ეთქვათ თქვენს თავებს თავად მიხედეთო,ვფიცავ ავტომატს წავიღებდი და ამოვხოცავდი ასობით ადამიანს და რიგში 1 ნომერი ვიქნებოდი.როდესაც მივხვდი რომ სამუდამოდ დამთავრდა ოცნება რომელსაც 11 აგვისტოს ზეიმი ერქვა და მე(და კიდევ ბევრი ჩემნაერი ქომაგი) სამწუხაროდ ამ ზეიმის მონაწილეთ არ მაღიარა,უკვე ჩოჩქოლი ატყდა ირგვლივ,ვიღაც 80 წლის ბებო ხალხის მასაში აირია და 100 ადგილით დაწინაურდა რიგში,მეორე მხარეს ვიღაცა გამწარებული იგინებოდა,ხალხი ბორგავდა,ირგვლივ ქაოსი და განუკითხაობა იდგა. მე ვერ შევძელი ამის ატანა და გულმოკლული ცრემლიანი თვალებით,ჩუმად მივაბიჯებდი ვაკის პარკის ასასვლელისკენ.შემდეგ ერთ ხანში შესულ კაცს ვკითხე იცით ფეხბურთი რა არის? მან კი მიპასუხა :მე ბილეთები მინდა მეგობარო 1ს 300 დოლარად გავყიდიო და სწრაფად გამეცალა. არ დამცალდა რომ მისთვის მეპასუხა :ფეხბურთი ეს ხომ ჩემი სიცოცხლეა და ცხოვრების მართალი შინაარსი. ახლა სახლში ვარ და ამ პოსტს ვწერ,აი ეს არის დღევანდელი რეალობა. ეს არის ერთი ნამდვილი ფეხბურთის გულშემატკივარის 1 დღიანი ვოიაჯი ვაკის პარკში და ემოცია რომელიც დიდხანს გამყვება. მოვა 11 აგვისტო და დინამოს სტადიონიც გაივსება,სამწუხაროდ ბევრი ნამდვილი ქომაგის ნაცვლად იქ მსხვილ უკანალიანი მამიკოს ბიჭები და ვითომ ელიტა იჯდება მზესუმზირის საჭმელად. მიუხედავათ ამისა მე მაინც ვიზეიმებ,ჩავრთავ ტელევიზორს და ვუყურებ ფეხბურთს,ფეხბურთი ხომ ჩემი ცხოვრების მართალი შინაარსია. უბრალოდ ერთს დავამატებ.ეს ყველაფერი ზვიად სიჭინავას და დღევანდელ სფფ_ს არ უნდა შერჩეს. მადლობა ყურადღებისთვის.. ბესო ჭიკაიძე
beso
16:24 12-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული