"გულშემატკივართა ინტერესის გათვალისწინებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით სალაროები 21:00 საათზე არ დაიხურა და ისინი აგრძელებენ მუშაობას ბილეთების ამოწურვამდე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დილის 09.00 საათიდან მიმდინარეობს. მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში უეფას სუპერთასის ბილეთებს გულშემატკივრები დილიდან უწყვეტ რეჟიმში ყიდულობენ.
უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.