"აქ სენსაციური არაფერია, 5-6 ათასი ბილეთი უეფამ მთავრობისთვის გამოჰყო"

AutoSharing Option
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სახელმწიფო უწყებების მიერ ფეხბურთის ფედერაციიდან უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების მოთხოვნაში "სენსაციურს" ვერაფერს ხედავს.


როგორც კალაძემ შესაბამის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავს მატჩებზე მთავრობისა და სახელმწიფო უწყებებისთვის ყოველთვის ხდება "კორპორატიული ბილეთების" გამოყოფა.

"ეს სიახლე არ არის. ეს ნორმალური პროცესია, რაც ყველა თამაშზე ხდება ხოლმე. არსებობს კორპორატიული ბილეთები და აქ სენსაციური არაფერი არ არის.

თუ არ ვცდები, 22 ათასი ბილეთის გარდა, რომელიც გულშემატკივრებისთვის იყო განკუთვნილი, არსებობდა 5-6 ათასი კორპორატიული
ბილეთი, რომელიც უეფამ გამოჰყო მთავრობისთვის.

შესაბამისად, მას მიიღებს ყველა სამინისტრო, რომელსაც აქვს გაგზავნილი მოთხოვნა", - განაცხადა კალაძემ უბილეთოდ დარჩენილი გულშემატკივრების პრეტენზიებზე კომენტირებისას, რომელთა ინფორმაციითაც, ბილეთების ნაწილის გაყიდვა არ მოხდა სხვადასხვა სამინისტროსთვის მათი გამოყოფის მიზნით.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

- ყველა ინფორმაცია უეფას სუპერთასთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 8 /
საქართველოს 5 ათასი ადამიანია მთავრობასთან შეხება რომ აქვს?

ეს ყველაზე დიდი % მსოფლიოში ალბათ. თუ უმუშევრობა 30% და საშუალო პენსია 150$ - ხალხი როგორ ინახავს ამდენ - $50,000 წლიურ ხელფასის ბიუროკრატს?
ამერიკელი
05:16 14-07-2015
0
ერთი ქვეყანა მითხარი კალაძე სადაც 5-6 ათასი კორპორატიული ბილეთი გაიცემა მთავრობისთვის! შენ მართლა ხალხი დებილი ხომ არ გგონია? რუსულად კარგად არის ნათქვამი "ვ ტიხამ ბალოტე ჩერტი ვვოდიატსია" რით ვერ გაძეხი???
siafandebo
01:57 14-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული