რამდენი გადაუხადეს "გაბალას" ფეხბურთელებს "დინამოს" დამარცხებისთვის

AutoSharing Option
"აზერიფუტბოლის" ექსკლუზიური ინფორმაციით, "გაბალას" ფეხბურთელებს ევროპალიგის საკვალიფიკაციო ბადიდან თბილისის "დინამოს" გამოგდება დაუფასდათ.

"გაბალას" თითოეულმა ფეხბურთელმა "დინამოს" ორრაუნდიან მატჩში დამარცხებისთვის 12 ათასი დოლარი პრემიის სახით უნდა მიიღოს.

"გაბალას" პრეზიდენტი, მილიარდერი ტალე ჰეიდაროვი ესწრებოდა "გაბალას" საშინაო მატჩს "დინამოსთან", რომელიც აზერბაიჯანულმა გუნდმა 2:0 მოიგო, კმაყოფილი დარჩა ფეხბურთელების თავდადებით და მათთვის პრემიის გაცემა ბრძანა.

ამბობენ, რომ თუკი "გაბალა" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა, ფეხბურთელები კლუბის ისტორიაში რეკორდულ პრემიებს მიიღებენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რატო უნდა მისცეს ფული რა გააკეთეს?
0
დინამოს ექნებოდა 500-500 ლარი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული