უჩა სოსიაშვილი: გორში გავიმარჯვებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ!

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ბელგრადში "პარტიზანთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

14 ივლისს გამართულ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "პარტიზანმა" "დილა" ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გაშვებულ გოლამდე მსაჯმა მოედნიდან გუგა ფალავანდიშვილი გააძევა.


მარცხის მიუხედავად, გორის "დილას" მთავარ მწვრთნელს სჯერა, რომ მისი გუნდი გორში საპასუხო შეხვედრაში გამარჯვებას შეძლებს და შემდეგ ეტაპზე გავა.

"თამაშამდეც აღვნიშნე, რომ "პარტიზანი" ძალზე კარგი, სწრაფი და ტექნიკური გუნდია. ველოდებოდით, რომ ასეთი სურათი იქნებოდა.
შეგპირდით, რომ ძალზე საინტერესო და დაძაბული თამაში იქნებოდა და ასეც მოხდა.

რაც შეეხება ჩემი გუნდის თამაშს, მას დადებითად ვაფასებ იმის გათვალისწინებით, რომ ვეთამაშებოდით ძალიან ძლიერ მეტოქეს.

მინდა თითოეულ ჩემს ფეხბურთელს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მათ მთელი 90 წუთის განმავლობაში მაქსიმუმი გააკეთეს, რათა ჩვენ აქედან დამარცხებულები არ წავსულიყავით.

მაგრამ ვიცით, რომ ეს დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება. დიდი იმედი გვაქვს, გორში გავიმარჯვებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ.

რაც შეეხებათ მსაჯებს, მათ თავიანთი საქმე აქვთ და მე არ შემიძლია ჩავერიო მათ კომპეტენციაში, თუმცა, ჩემი შეფასებით, რაც მე დავინახე, ჩემი ფეხბურთელი არ იმსახურებდა გაგდებას, მაგრამ მსაჯმა, რომელიც უფრო ახლოს იყო იმ კონკრეტულ ეპიზოდთან, ასე გადაწყვიტა და საბოლოოდ მივიღეთ წითელი ბარათი", - თქვა სოსიაშვილმა.

გორში "დილასა" და "პარტიზანის" საპასუხო დაპირისპირება 21 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ძალიან სამწუხაროა ,რომ კომენტარის გაკეთება სულ წაგებულ თამაშებზე გვიწევს. ამ კომენტარებშიც ნერვები აღარ გვყოფნის და უკვე აგრესიის გარეშე არ გამოგვდის რამის დაწერა.ნუთუ რამოდენიმე გონიერი ადამიანი არ შემორჩა ქართულ ფეხბურთში,რომ გაანალიზოს რა გვჭირს და ამის გამოსწორებაზე იზრუნოს?!სულ ბოლო 5-10 წუთში როგორ უნდა ვაგებდეთ თამაშს?
ZVIADI
09:52 16-07-2015
0
მერაბი, სრულად გეთანხმები დილას გოლის გატანა შეეძლო ვერც მარცვალაძე და ვერც ილურიძე ჩანს ფორმაში,დროულად მარცვალაძე,რომ შეეცვალა მოდებაძით ან ერისთავით ვფიქრობ მომენტს გამოიყენებდნენ სისხარტის ხარჯზე და ერთ გოლს მაინც შევაგდებდით.
fani
09:20 16-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული