თამაზ სამხარაძის გაწვრთნილი გუნდი გერმანიაში 29 ივლისს გაემგზავრება, იქამდე კი ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამოს" აკადემიაში შეკრებას გადის.
თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობას ჯგუფში საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან მოუწევს ბრძოლა - პირველ მატჩს დორტმუნდის "ბორუსიის" ასაკობრივ გუნდთან გამართავს, მეორეს - "ბარსელონასთან". დინამოელები ასევე ბრაზილიურ "პორტუ ალეგრისა" და გერმანულ "ბოხუმს" გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ დინამოელები შარშან ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ და თასი თბილისში ჩამოიტანეს.
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით