პროექტი: მეგობრობის მატჩი ქართველ და აზერბაიჯანელ ფანებს შორის

AutoSharing Option
გაზეთ "ლელოს" ინიციატივა საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის გულშემატკივართა მეგობრობის საფეხბურთო მატჩის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ.

პროექტის მიზანია:

* ორი მეზობელი ქვეყნის ფეხბურთის გულშემატკივართა დაახლოება-დამეგობრება, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სპორტული პრინციპების დაცვა, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ისტორიული კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცება-გაღრმავება;

*
ერთმანეთის დახმარება და მხარში დგომა ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში საქართველოსა და აზერბაიჯანის გუნდებს შორის საფეხბურთო მატჩებზე;

* ღირსეული ურთიერთსტუმარმასპინძლობის უზრუნველყოფა;

* ფეხბურთის გულშემატკივრების ინტერესების მაქსიმალური დაცვა;

* პრევენცია ყოველგვარი ექსცესის თავიდან ასაცილებლად;

* ორივე მხარის ფეხბურთის ფანების ერთობლივი საზოგადოებრივი კლუბის შექმნა ბაქოსა და
თბილისში. კლუბი გაუწევს ორგანიზებას მეგობრობის მატჩს შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციით. ბაქოსა და თბილისში კლუბთან შეიქმნება ფონდი, რომელიც მოიზიდავს სახსრებს ფანების მიზნობრივი საჭიროებისთვის;

* ტრადიციად ქცეული მატჩები მონაცვლეობით თბილისსა და ბაქოში გაიმართება წელიწადში ორჯერ - შემოდგომასა და გაზაფხულზე;

* აღნიშნული ღონისძიება იქნება ნოვაცია და მისაბაძი მაგალითი სპორტის მოყვარულთა ინტერესების ცივილურ, მრავალმხრივ სასარგებლო მიმართულებით წარმართვისთვის.

გაზეთ "ლელოს" რედაქცია

P.S. მოწონების შემთხვევაში, პროექტი დაეგზავნება საქართველოსა და აზერბაიჯანის საელჩოებს, ამ ორი ქვეყნის სპორტის სამინისტროებსა და ფეხბურთის ფედერაციებს, სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს.

საზოგადოებრივი აზრის დასაფიქსირებლად საიტ sportall.ge-ზე გამოკითხვა ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
მშვენიერი იდეაა და მივესალმები თუკი ესეთი რამ ჩატარდება.... მეგობრობით და ურთიერთ პატივისცემით ხდება ხოლმე კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება......ეს კი არა აუცილებელიცაა ....
გიორგი 777
15 ივლისი 2015 17:15
0
არ გირჩევთ ასეთ რამეს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით.
beso
15 ივლისი 2015 16:53
0
მივესალმები, მტრობას არასდროს მოუტანია სიკეთე, მხოლოდ მეგობრობა, სხვანაირად არ გვეკადრება.
ბადრი
15 ივლისი 2015 16:47
0
ძალიან კარგი იდეაა, ადამიანების ურთიერთობა კონტაქტების შემდეგ ყალიბდება.
ბმბ
15 ივლისი 2015 16:44
0
აუ ლელო რა აზრები გაწუხებს? დაახვიონ აქედან კიდე პროვოკაცია იქნება რაღაცა კატეგურიულად წინააღმდეგი ვარ
chicharito
15 ივლისი 2015 16:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული