ნომინანტებში მოხვდნენ ის სპორტსმენები, რომელთაც დიდ საერთაშორისო ტურნირებში (ოლიმპიურ სახეობებში) გამოიჩინეს თავი 2015 წელს, ასევე - სპორტის სათამაშო სახეობებიდან პოპულარობის ინდექსით.
25 დეკემბრის საღამოს 17:00 სთ-ის მონაცემებით, Sportall.ge-ზე მიმდინარე გამოკითხვაში მონაწილეობა 2 290-მა ადამიანმა მიიღო. გამოკითხვას ხმათა დიდი უმრავლესობით (1103 ხმა) საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე ლიდერობს (იხილეთ გამოკითხვის გვერდი).
მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრებისა და "დალას მავერიკსის"
შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ასევე შესაძლებელია გაზეთ "ლელოში" განთავსებული ანკეტის შევსებითა და ტელეფონის ნომერზე დარეკვით (2 19 60 13).
საბოლო შედეგები გამოცხადდება 31 დეკემბრის წლის შემაჯამებელ "ლელოში", როგორც გაზეთის, ასევე მკითხველის ვერსიით.