თემა განსჯისთვის: 44 მილიონიდან ბავშვებს არაფერი ერგებათ?!

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივი" საინტერესო იდეებისა და მიმართულებების გენერატორია. კლუბის პრეზიდენტი ლექსო თოფურია ქართულ ფეხბურთში რეფორმებს ყოველთვის ითხოვდა და დღესაც ითხოვს.

ამჯერად კლუბმა გულშემატკივრებს განსჯისთვის საინტერესო რამ შესთავაზა.

ფაქტი 1. 100-დან 100 ფეხბურთის გულშემატკივარს ბავშვთა ფეხბურთის განვითარება პრიორიტეტად მიაჩნია - როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

ფაქტი 2. ბოლო მონაცემებით, სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებაზე ყოველწლიურად 44 მილიონ ლარს ხარჯავს.

ფაქტი 3. 44 მილიონი ლარიდან ფეხბურთის ფედერაციას 7 მილიონი ერიცხება. დარჩენილ თანხას ადგილობრივი თვითმმართველობები განკარგავენ.

ფაქტი 4. ადგილობრივი თვითმმართველობებიდან დღეისთვის უმაღლესის 12 და პირველი ლიგის 18
კლუბი ფინანსდება.

ფაქტი 5. ადგილობრივ თვითმმართველობებს არ გააჩნიათ ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და თანხას მთავარ კლუბებს ახმარენ.

ფაქტი 6. სახელმწიფო კლუბებში, ძირითადად, მოკლევადიან მიზანს ემსახურებიან. ეს ამოცანაა ევროსაგზურის მოპოვება ან უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

ფაქტი 7. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხიდან ბავშვთა ფეხბურთში თითქმის არ იხარჯება ფული.

ეს ყველაფერი მთავრდება მოწოდებით - "მეტი ფინანსური მხარდაჭერა ბავშვთა ფეხბურთს!"

* * *
შეუძლებელია, ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო. ქართული ფეხბურთის დღევანდელობა გვაფიქრებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებაში მიდგომა რადიკალურად თუ არ შეიცვალა, უარესი დღეც დაგვიდგება.

სამარცხვინო ფაქტია, რომ 44 მილიონი ლარიდან ბავშვთა ფეხბურთს თითქმის არაფერი ხმარდება. შედეგიც ლოგიკურია - წლები გადის და სახელმწიფო კლუბები ასაკობრივ ნაკრებებს მოთამაშეებს ვერ უზრდიან.

დიდი ხანია, რაც თოფურია ითხოვს: ქართული ფეხბურთით ბიზნესი რომ დაინტერესდეს, რამდენიმე თანმიმდევრული და გაწერილი ნაბიჯი უნდა გადაიდგას; ბიზნესმენს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ამ ყველაფერს შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება.

პირველი მათგანი სახელმწიფო კლუბების კერძო მართვაში გადასვლა უნდა იყოს ან კლუბების მენეჯმენტზე ტენდერი გამოცხადდეს, ხოლო სახსრების ნაწილი მომავალი თაობების გაზრდას უნდა მოხმარდეს.

მაგრამ გადის წლები და არაფერი იცვლება. სამაგიეროდ, ფიფა-უეფას რეიტინგში ჩვენი ადგილი უფრო და უფრო ეცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მომკალით და ვერაფრით გამიგია რატომ ვაფინანსებატ ჩვენი ფულით კერძო კლუბებს როცა სოციალური სპორტი არ არსებობს არცერთ რაიონში. გამართული აუზი ან სხვადასხვა სახეობის სამოყვარულო კლუბი ამ ქვეყანას რა ეშველება ასეთ ელემენტარულს რომ ვერ ვხვდებით
0
კარგი სტატიაა,ყოჩაღ ლოკომოტივს...
ეს ყველაფერი დასტყრია იმის რო სახელმწიფოს ფულს განკარგავენ არაკომპენტენტური (სამწუხაროდ არა მარტო სპორტში) ადამიანები.ცემი აზრით სახელმწიფო ფული მიმმარტული უნდა იყოს ინფრასტრუქტურის განვითარებისვის ან შექმნისთვის..თორე ბიუჯეტით 100% კლუბების დაფინანსება ფულის ცკალში გადაკრაა და მეტი არაფერი
Goga
19:54 16-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული