ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველო მხარს მიშელ პლატინის დაუჭერს

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ ფიფას პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს გაიმართება.

უკვე რამდენიმე ფედერაციამ ღიად დააფიქსირა ფრანგი ჩინოვნიკისადმი მხარდაჭერა. მათ შორის არიან უკრაინის, იტალიისა და ინგლისის ფეხბურთის ხელმძღვანელები.

გუშინ, 29 ივლისს, პლატინიმ წერილი გამოუგზავნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელშიც მის თავკაცებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო და მხარდაჭერაც სთხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პლატინის მაშინვე მისწერა საპასუხო წერილი, რომელშიც სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
FRANCE-ს დიდი მადლობა ბატონო კომპლიმენტისათვის. მე ვცდილობ ჩემი ობიექტური აზრი დავაფიქსირო ხოლმე, რომელიც იმ ხალხს, რომლებიც თავის თავს ხედავენ ამ შეფასებებში, რა თქმა უნდა უარყოფით კონტექსტში, არ მოსწონთ და ზოგი შეურაცხყოფაზეც კი გადმოდის, მგრამ არა უშავს ოღონდ ქართულ ფეხბურთ ეშველოს და ამასაც ავიტანთ, ისე ჩემი აზრით არაფერი არ გვეშველება, ვერც პლატინი დაგვეხმარება(რომელიც ძალიან მომწონდა, როგორც მოაზროვნე, ტექნიკური და ერუდირებული ფეხბურთელი)თუ მთავარი პრობლემა, რომელიც არა მარტო ფეხბურთის პრობლემა არის-- ნაცნობ-ძმაკაცობებით გუნდების დაკომპლექტების დოზა მნიშვნელოვნად არ შემცირდა, ამით ძალიან ბევრი ტალანტი იკარგება, უნიჭოები კიდევ ვერც ხალხს დააბრუნებენ სტადიონებზე და არც ფეხბურთი განვითარდება. ამ პრობლემას ემატება სხვა ფაქტორები, ბავშვთა ფეხბურთი, განსაკუთრებით რეგიონებში, რომელიც ყოველთვის იყო ტალანტების მომწოდდებელი, ინფრასტრუქტურა, მწვრთნელების და მენეჯერების დაბალი კვალიფიკაცია და ა. შ.
0
ჭკვიანი ქართველი ხარ-555 ისე კი ჩონგურივით კი არა,ფაჩიკოს არღანივითაა აშლილი,ქართული ფეხბურთის საქმე,და მერწმუნე ხალხის გადასაწყვეტია,ვინ უხელმძღვანელებს ფეხბურთის აღმასვლას ახლო მომავალში,ამათ მიერ ჩაფლავებულს და ვინც არუნდა დაინიშნოს,მიშელს უნდა დაუჭიროს მხარი. ეს სტრატეგიულად გამართლებულია და ამ ვაი სტრატეგებსაც არ ჩაეყრებათ წყალში,ერთადერთი სწორი ქმედება ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ, მიშელის მიმართ ფეხებში გაფენვა-კარგად რომ აგრიალეს მიშელი,მისი თბილისში ორჯერ ყოფნისას ,ეს ყველამ იცის აქაც კი ქალქ ჟიოვ-ში,მისივე მონაყოლიდან საქართველოში ყოფნის შთაბეჭდილებებზე,ფრანგებს სიმართლის თქმა უყვართ,როცა მათთვის საჭიროა ზოგჯერ,სარკოზისაც ბევრი კარგი აქვს ნათქვამი საქართველოზე და შემგომში ბევრისც დაგვეხმარა ომისას,ოხრახუშის წვენით მკურნალობაზეც არ დავიწყებია,სასიკეთოს თქმა თბილისში ყოფნისას ,საკითხავი სხვა რამა ?ვისი,ნუთუ დამშეული ქართველი ხალხის ხარჯზე,თუ თავ- თავიანთი ჯიბიდან ამოღებულით,ამავე ხალხის ნაოფლარის ნაყვლეფით,ვეჭვობ რაცხას მოიკლებდენ "ქართული ფეხბურთის დამანგრეველნი"დღვანდელნი, არაფრისმკეთებელნი ,წლობით.
France
13:41 30-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული