"რურის თასი": თბილისის "დინამომ" "ბარსელონა" დაამარცხა [PHOTO]

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდმა (მწვრთნელი თამაზ სამხარაძე) გერმანიაში მიმდინარე "რურის თასზე" 30 ივლისს ორი მატჩი გამართა.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, თავდაპირველად, დინამოელებმა 1:2 წააგეს მასპინძელ "დორტმუნდთან". პირველ ტაიმში მეტოქემ ქართველთა კარში ორი გოლი გაიტანა. დინამოელთა რიგებში კი, 52-ე წუთზე, თავი 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით ბექა მიქელთაძემ გამოიჩინა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დინამო: კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი, ლოჩოშვილი, ნემსაძე (კობოური), ნ. ბაშალეიშვილი (ჩაკვეტაძე), ვეკუა, კვერნაძე (გაბრიჩიძე), ზარია, კობახიძე, მიქელთაძე.

ამის შემდეგ კი იყო მატჩი "ბარსელონასთან", რომელიც ჭაბუკ დინამოელთა ბრწყინვალე გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი
გიორგი ზარიამ
გაიტანა.

დინამო: კულუა, კაპანაძე, ლოჩოშვილი, ჯაფიაშვილი, ვეკუა (ნემსაძე), კობოური, მ. ბაშალეიშვილი (ნ. ბაშალეიშვილი), ჩაკვეტაძე (კობახიძე), ზარია, გაბრიჩიძე (კვერნაძე), მიქელთაძე.

დღეს, 31 ივლისს, დინამოელები "რურის თასზე" კიდევ ორ მატჩს გამართავენ. ჩვენი დროით 19 საათზე სამხარაძის შეგირდები პორტუ ალეგრეს (ბრაზილია) "ინტერნასიონალს" დაუპირისპირდებიან, ხოლო 21:30 საათზე "ბოხუმი" ელოდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
პარადოკსია პირდაპირ,153ე ადგილზე მკოფი კვეკნის ახალგაზრდები რურის თასის მფლობელია, თან ბარსელონა დაამარცხეს, აკედან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება,თუ სცორედ განვითარდება ჩვენი ფეხბურთი,მოვა დრო ,როცა პირველ 20ში უეჩველად მოვხვდებით
Unknown
10:07 31-07-2015
0
თუმცა არაქართული გუნდებიდან "ბარსა" ჩემვის საყვარელი გუნდია, მაგრამ რა კარგად ჟღერს: "დინამომ" "ბარსელონა" დაამარცხა
0

სიახლეები პოპულარული