გადადექითო!.. აქცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის მოახლოებული არჩევნები სულ უფრო აქტუალური ხდება.

30 ივლისს ფეხბურთის ფედერაციასთან ახალგაზრდები შეიკრიბნენ და მისი ხელმძღვანელობის გადადგომა მოითხოვეს. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სპორტის საზოგადოების" მიერ ორგანიზებული გამაფრთხილებელი აქცია იყო.

"პროტესტანტები" ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და გენერალური მდივნის, რევაზ არველაძის არა მხოლოდ გადადგომას, არამედ, პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვდნენ.

ამას წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა პრესკონფერენცია, რომელიც საინფორმაციო სააგენტო "კვირას" პრესკლუბში გაიმართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბექა სამუშიამ განაცხადა, რომ კანონის ფარგლებში ფედერაციის საქმიანობაზე მონიტორინგი უნდა განხორციელდეს.

"ფეხბურთის განვითარებაზე წელიწადში 40 მილიონზე მეტი
იხარჯება და შედეგებით ჩვენზე გაცილებით დაბალბიუჯეტიანი ქვეყნები გვისწრებენ. ფიფას რეიტინგში 153-ე ადგილზე ვართ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში კანონის ფარგლებში ჩაერიოს და მიიღოს ქმედითი ზომები, ქართველ გადამხდელთა ფული არაეფექტიანად რომ არ იხარჯებოდეს და რომ შედეგები მივიღოთ.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, ზვიად სიჭინავას და რევაზ არველაძეს კი, გადადგომისკენ მოვუწოდებთ. აუცილებელია შესაბამისმა ორგანოებმა შეისწავლონ წლების განმავლობაში მათი საქმიანობა", - განაცხადა სამუშიამ და იქვე სუპერთასის ბილეთების თემასაც შეეხო:

"ბილეთების სოლიდური რაოდენობა "შავ ბაზარზე", გულშემატკივრის გვერდის ავლით მოხვდა და საკმაოდ სოლიდურ ფასადაც იყიდება. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს მხოლოდ ბილეთების გადამყიდველებს არ უკავშირდება და, შესაძლოა, მასში ფედერაციის თავკაცები, ზვიად სიჭინავა და რეზო არველაძეც მონაწილეობდნენ. ეს კი მათი ბრალეულობის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ამ ეჭვს ის ინფორმაციაც ამყარებს, რომ ოფიციალურად, დაგეგმილზე ნაკლები ბილეთი გაიყიდა, ხოლო "სევილიამ" გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი 2700 ბილეთი დააბრუნა, ეს კი გასაყიდად არც გამოსულა და ამ დრომდე გაურკვეველია, სად და როდის გაიყიდება".

ფეხბურთის ფედერაციასთან გამართული აქციის მონაწილეთა თქმით, მათ მოთხოვნებს თუ არ დააკმაყოფილებენ, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"52
მკითხველის კომენტარები / 10 /
გუნდების დაფინანსებას რაც შეეხება, ფული 'სწორადაც' რომ იხარჯებოდეს და შტატებიც რომ არ იყოს გაბერილი, მაინც გაუმართლებელია ჩვენს დროში სახელმწიფო კლუბების არსებობა. ყველა კლუბები აუცილებლად კერძო უნდა იყოს! კლუბების მსურველები კი ბლომად არიან (სხვა საკითხია ის, რომ ეს ბიზნესმენები თავიდან დიდი ფულის ჩამდებები არ არიან)! აქ პირობებზე უნდა იყოს საუბარი, თუ რა ფორმით შეიძლება კერძო კლუბების (ბიზნესის!) ხელშეწყობა და არა ამ ამორტიზირებული გადმონაშთის დატოვებაზე!
qazwsx
01 აგვისტო 2015 07:55
0
რა უსაშველო გახდა ამ არველაძის და მისი .. მოცილება ქართული ფეხბურთიდან?რაც არ უნდა იძახონ არველაძე რა შუაშიაო აბა ვინ არის შუაში?ფაქტი ფაქტად რჩება,მათი მმართველობის დროს ჩაიძირა ქართული ფეხბურთი.ნუთუ არ უნდა გაეცეს ამ კითხვებს პასუხი?
Inga
01 აგვისტო 2015 06:34
0
როგორ უნდა გააკონტროლოს სახელმწიფომ რაში ხარჯავს კლუბი ფულს ჯერ მარტო ტრანსფერებიდან იმდენ ფულს მოტეხავენ ისე რო ვერავინ გაიგებს რომელ ფეხბურთელს რამდენად გაურიგდა კლუბი და რა მიცა 16 გუნდიდან 12 თუ ცამეტი სახელმწიფოს ხარჯზეა და ყველა თავისას უბერავს ზდიე ახლა ყველას ცალცალკე ვინ რაში ხარჯავს ფულს და როგორ ვერ მოიტყუებიან თუ რა.ფურცელზე ერთს დაწერენ და რეალობაში რაიქნება არავინ იცის რადგან შეკრული წრეა და სიმართლეს ვერასდროს გაიგებ თუ ფაქტზე არ წაასწარი.ზღაპარია ეგ ყველაფერი.ყველა გუნდის პრეზიდენტს და ჩინოვნიკს უნდა ზდიონ ფარული კამერებით და უსმინონ ტელეფონებზე რო სიმართლე გაიგონ.ასე ადვილი კიარ არის ფინანსური აფიორის გამოვკლენა დახელოვნებულები არიან ჩვენები ამაში მსაჯები სანამ ფაქტზე არ წაასწრეს რომელი ამბობდა კი კაცო ხდება ეგეთები ჩვენთანო არც არავინ პოირიქით აქეთ მოდებდენ შარს.
qutaiseli
01 აგვისტო 2015 01:48
0
თენგო რა ფაქტი გინდა ამაზე მეტი შეხედე ქართულ ფეხბურთს რა დღეშია?! დავუშვათ რომ "დანაშაული" როგორც შენ იძახი არ აქვს ჩადენილი არველაძე-სიჭინავას, არველაძე 1Oწელია ფედერაციის მაღალჩინოსანია და ამ 10წლის მანძილზე რა გააკეთა??? არაფერი კარგი, ქართული ფეხბურთი დაასამარა!ესეიგი არ იცის როგორ მართოს,როგორ ააღორძინოს ფეხბურთი და ამიტომ უნდა წავიდეს და სხვას მიეცეს შანსი,ვისაც შეუძლია ცვლილებების განხორციელება და ქართული ფეხბურთის აღორძინება! ნაკრები რომ რეტინგში ბოლო ადგილზეა ამაზე მეტი დანაშაული რაღა გინდა?!
gaston
01 აგვისტო 2015 00:37
0
სისულელეს ამბობს ზოგიერთი,რომ სახელმწიფო მფული არ მიცეს გუნდებსო,პირიქით ფული უნდა გაუორმაგონ და თანგაუკონტროლონ სწორად იხარჯება თუ არა.ფედერაცია აქ არფერ შაუშია,ერთიფაქტი დადონ არველაძეზე და სიჭინავაზე დამერე დავიჯერებ თუ ექნებათ დანაშაული.მოვა არჩევნები და გადავირჩიოთ ბატონო.
tengo
31 ივლისი 2015 23:33
0
სახელმწიფომ ფული არუნდა მიცეს არცერთ კლუბს და ფედერაცია რომელიც პასუხისმგებელია ეროვნული პირველობის ჩატარებაზე თვითონ მოიძიოს ფულიც და გააკონტროლოს კიდეც.ხო უყურებს მთავრობა რო ფული იფლანგება. და საერტოდ დაახოვიოს მტავრობამ ამ ფედერაციას და მის ეგრეთწოდებულ აღმასკომს საერთოდ და თავშიც ქვა უხლიათ.დამოუკიდებლებივართო ეგენი რო იტყვიან იქ დამთავრებულია ზნეობაზე საუბარი მიხუინას მოთრეული რო იქნები და დაჯენილი პრეზიდენტად იმან როგორ უნდა ისაუბროს დამოუკიდებლობაზე საერთოდ ნაცხროვა განაგებდა 9 წელი ფედერაციას და ერთი არ დაუკვნესიათ ამათ აქაოდა დამოუკიდებლები ვართო ეგ კიარა ჩასვრილებივით დადიოდენ ეს 9 წელი.და ეხლაამოიღეს ხმა.
qutaiseli
31 ივლისი 2015 16:52
0
რატომ გძულთ არველაძე? იქნებ დაასაბუთოდ
David
31 ივლისი 2015 15:22
0
თუ სახელმწიფო სწორად ვერ ხაერჯავს 40 მილონს, ეს სახელმწიფოს ბრალია თუ ფედერაციის? :))))))))))))))
David
31 ივლისი 2015 15:14
0
მივმართავ არველაძეს- გადადექი,არაფერს არ გაბრალებ შეიძლება ცამდე მართალი ხარ,მაგრამ შენი გადადგომა ნამდვილად წაადგება ქართულ ფეხბურთს.
rezos
31 ივლისი 2015 13:31
0
დაა, ისევ ერთ ადგილზე ვართ.
ss
31 ივლისი 2015 12:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული