საქართველომ უეფას საკლუბო რეიტინგში ორი ადგილი დაკარგა

AutoSharing Option
ქართულმა კლუბებმა უკვე დაასრულეს ასპარეზობა ევროთასებზე. უეფას საკლუბო კოეფიციენტში 4-მა ქართულმა კლუბმა ქვეყანას მხოლოდ 0,625 ქულა შესძინა.

ეს გამოწვეულია "დილას" წარუმატებელი თამაშით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე; ასევე, თბილისის "დინამოს", ბათუმის "დინამოსა" და "ცხინვალის" წარუმატებელი თამაშით ევროპალიგაზე.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ქულებით ჩვენ მხოლოდ 4 ქვეყანას გავუსწარით, აქედან ერთი შვეიცარიაა, რომელსაც 5 წარმომადგენელი რჩება ევროთასებზე და ბუნებრივია, ქულებსაც აკრეფს. ამის გარდა, გავუსწარით მხოლოდ ფარერის კუნძულებს, ანდორასა და სან მარინოს.

შესაბამისად, რეიტინგში, სეზონის დაწყებამდე თუ 34-ე ადგილზე ვიყავით, დღეისათვის საქართველო უკვე 36-ე ადგილზეა.
ჩვენ გაგვისწრო ლიხტენშტეინმა, რომელიც ევროთასებზე მხოლოდ თასის გამარჯვებულით არის წარმოდგენილი და ისლანდიამ.

აქვე გთავაზობთ საქართველოს მონაგარს ბოლო სეზონების მიხედვით:

2011/12 - 2,875 ქულა
2012/13 - 1,500
2013/14 - 1,875
2014/15 - 1,250
2015/16 - 0,625

საერთო ჩათვლაში საქართველოს 8,125 ქულა აქვს. შესაძლოა, სეზონის ბოლომდე 36-ე ადგილის შენარჩუნებაც გაგვიჭირდეს, რადგან რეიტინგში ჩვენ მერე მყოფ 4 ქვეყანას (ფინეთი, ბოსნია, ალბანეთი, მაკედონია) ევროთასებზე წარმომადგენლები კიდევ რჩება.

რა არის ასეთი წარუმატებლობის მიზეზი? მტკიცებას არ დავიწყებთ, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მხოლოდ ერთადერთი რამ შეიცვალა ძირეულად - 12-გუნდიანი ჩემპიონატის ნაცვლად, 16-გუნდიანი ჩატარდა...
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენ საქართველოს ქართველებს ხოცავთ გამყიდველო ქართველებო
data
16:43 03-08-2015
0

სიახლეები პოპულარული