ამ გადაწყვეტილებამ საფეხბურთო კლუბების, სტადიონებისა და სკოლების ხელმძღვანელები გაახარა, რადგან ამით გადასახადი საგრძნობლად უმცირდებათ. მაგალითად, თუ იხდიდნენ 1000 ლარს, ახლა მხოლოდ 10-ს გაიღებენ.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში ეს გადაწყვეტილება სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ
ალიბეგაშვილმა თქვა, რომ ეს ხეჩიკაშვილის ინიციატივა იყო. თუმცა ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის ხელმძღვანელი ვაჟა ჟვანია ამბობს, რომ ინიციატივა მას ეკუთვნოდა.
"რომან ფიფია ვეტერან ფეხბურთელებს თანხას კლუბში მისვლის დღიდან უხდიდა, მაგრამ ქონების გადასახადის გაზრდის გამო პრობლემები შეექმნა და საკითხი ვეტერანთა კავშირმა წამოვწიეთ.
ეს შეგიძლიათ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში გადაამოწმოთ. თბილისის "დინამოს" წარმომადგენელმაც ვეტერანთა კავშირს მადლობა შემთხვევით არ გადაუხადა", - ამბობს ჟვანია.
კომენტარისთვის მინისტრ ხეჩიკაშვილს მივმართეთ:
"მინისტრის ვალი მისი სეგმენტის სატკივარის სწორად განსაზღვრა და პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობაა, მაგრამ ვეტერანებსა და საფეხბურთო თუ სპორტულ სამყაროს მსგავსი ინიციატივები თუ ექნებათ, ყველა დაინტერესებულ ადამიანთან ვილაპარაკებ, სიამოვნებით მოვუსმენ და კარგ იდეას ავიტაცებ. ამაში სათაკილო არაფერია.
ეს ამბავი მეც ვიცი, რომ ქონების გადასახადის შემცირება ვეტერანთა კავშირმა მოითხოვა, მაგრამ რეალურად, რომ იცოდეთ, ამ საქმის მოგვარებაში პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რომ არ ჩარეულიყვნენ, თბილისის მერ დავით ნარმანიასა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს კეთილი ნება არ გამოეჩინათ, ეს საკითხი მოუგვარებელი კიდევ დიდხანს დარჩებოდა.
რომ ამბობენ, სახელმწიფომ ფეხბურთისა და სპორტის განვითარების ნება უნდა გამოავლინოსო, ქონების გადასახადის შემცირება ამის კონკრეტული მაგალითია. დიახ, ეს სახელმწიფოს ნება იყო".
ცნობილია, რომ ამ დადგენილებას ვადა 1-ელ იანვარს ეწურება. არის თუ არა მისი გაგრძელება შესაძლებელი? ამაზე მინისტრი ამბობს:
"ამის დიდი შანსია, რადგან მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ სპორტულ ორგანიზაციებს მდგომარეობა შეუმსუბუქოს, კერძო ინვესტორებს კი თანხის დაბანდების სტიმული მისცეს".
ისე, კარგი მაგალითი გადამდებია. "ზესტაფონის" პრესსამსახურის უფროსი სერგო ფუტკარაძე ამბობს, რომ შესაძლოა, თბილისური მოდელი ამ იმერულ ქალაქშიც დაინერგოს:
"ზესტაფონშიც გაჩნდა სურვილი, რომ მსგავსი მოდელი აქაც დაინერგოს. მით უფრო, რომ ეს საკითხი ზესტაფონშიც არანაკლებ აქტუალურია.
ჩვენი კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიას ამაზე არაერთხელ ულაპარაკია - კერძო კლუბი სახელმწიფოსგან თანადგომას უნდა გრძნობდეს და არა - წნეხს. საკითხს საკრებულოს წინაშე აუცილებლად დავსვამ და იმედია, ჩვენთანაც ასევე დადებითად გადაწყდება.
მადლობა ამ ინიციატივის ავტორებს, რომლებმაც მათ საქართველოს სხვა ქალაქებს დიდი სტიმული მისცეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მერე წერია "გადასახადი საგრძნობლად უმცირდებათ. მაგალითად, თუ იხდიდნენ 1000 ლარს, ახლა მხოლოდ 10-ს გაიღებენ." (!!!) - მე მგონი 10-ს კი არა - მხოლოდ 1 ლარს უნდა იხდიდნენ !!!