თბილისში ნეიმარის თამაშს ვერ ვნახავთ - ბრაზილიელს ყბაყურა შეეყარა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი ვერ ითამაშებს 11 აგვისტოს, თბილისში გასამართ უეფას სუპერთასის მატჩში, რომელშიც კატალონიური გრანდი "სევილიას" დაუპირისპირდება.

"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ცნობით, ნეიმარს პაროტიტი (ყბაყურა) აქვს, რის გამოც 2 კვირა გაუცდება. არადა, ბრაზილიის ნაკრების 23 წლის ფორვარდი ამ დაავადებაზე მანამდე აცრილი ყოფილა.

თბილისური მატჩის გარდა, "ბარსელონას" მნიშვნელოვანი შეხვედრები ესპანეთის სუპერთასზეც ელის - 14 და 17 აგვისტოს, მადრიდის "ატლეტიკოსთან".

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად უეფას სუპერთასის შეხვედრას "ბარსელონას" მცველი ჟორდი ალბა დააკლდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს უკვე მეტისმეტია. ჯერ ალბაო, ეხლა ნეიმარი, შეიძლება მესიც. რა უნამუსობაა. ამისთვის გადაყარა ხალხმა ფული და ამდენიხანი რომ შიმშილობდნენ!!!
andria
15:02 09-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული