გახსნის ცერემონიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური ცეკვა. ამის შემდეგ ორივე გუნდი გამოვა მინდორზე და შესრულდება უეფას სუპერთასის ჰიმნი. ცერემონიის მთავარ დატვირთვას ატარებს 1000 ბავშვის, ასევე, სხვა პირების, ფეხბურთელის და მსაჯის მიერ შეკრული ცოცხალი ჯაჭვი, როგორც მშვიდობის და ერთიანობის სიმბოლო.
საზოგადოების წინაშე წარდგება 1885 წელს დაარსებული საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ცეკვის ანსამბლი "ერისიონი", რომელიც წელს აღნიშნავს 130 წლის იუბილეს.
წარმოდგენაში დაახლოებით 200 მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას: 80 პროფესიონალი მოცეკვავე,
მოზარდები მოედანზე შემოიტანენ უზარმაზარ დროშებს უეფას ევროპალიგისა და
უეფას ჩემპიონთა ლიგის თასების და უეფას სუპერთასის ლოგოს გამოსახულებით, ასევე, სამგანზომილებიანი ფორმატის ასოებით დაწერილ გუნდების სახელებს და დევიზს "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს".
გარდა ამისა, ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა ცოცხალი ჯაჭვი. პირველად, გახსნის ცერემონიაში წარმოდგენილი იქნება 1000 ბავშვის და მათი თანმხლები პირის, ასევე, ფეხბურთელებისა და მსაჯებისაგან შექმნილი ცოცხალი ჯაჭვი, მშვიდობისა და ერთიანობის მხარდასაჭერად.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ბავშვთა ფონდის ამ ინიციატივის მიზანია, გაავრცელოს ძლიერი გზავნილი: "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს".
პროექტში ჩართული ცხრა ეროვნული ასოციაცია დაუკავშირდა თავის ქვეყანაში დაუცველი ბავშვების მხარდამჭერ აღიარებულ უწყებას, რათა ამ პროექტისთვის შეერჩიათ მონაწილეები. ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ 10-12 წლის, ადგილობრივი მასობრივი საფეხბურთო ტურნირების გამარჯვებულები, ბავშვთა სახლების ბინადრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები და სამხედრო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები.
"თბილისი აღმოსავლურევროპული ქალაქია, რომელიც მასპინძლობს უეფას სუპერთასს, მას შემდეგ, რაც 2012 წლიდან მატჩი აღარ ტარდება მონაკოში. სფფ-მ, უეფას ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, გადაწყვიტა, ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობა და ევროპის კონფლიქტური ზონებიდან ჩამოსული ბავშვების მეშვეობით გამოხატოს მშვიდობისა და ერთობის იდეა, აჩვენოს, თუ როგორ შეუძლია ფეხბურთს, მოთამაშეების და მსაჯების ჩათვლით, ხალხის გაერთიანება. სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ყაზახეთის, მოლდოვის, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის საფეხბურთო ასოციაციები დადებითად გამოეხმაურნენ ამ ინიციატივას", - ნათქვამია უეფას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცოცხალ ჯაჭვში მონაწილეობას მიიღებენ: 20 ბავშვი და 3 უფროსი სომხეთიდან, 20 ბავშვი და 2 უფროსი აზერბაიჯანიდან, 15 ბავშვი და 2 უფროსი ბელორუსიდან, 720 ბავშვი და 130 უფროსი საქართველოდან, 10 ბავშვი და 2 უფროსი ყაზახეთიდან, 19 ბავშვი და 4 უფროსი მოლდოვიდან, 9 ბავშვი და 3 უფროსი რუსეთიდან, 15 ბავშვი და 3 უფროსი თურქეთიდან და 20 ბავშვი და 3 უფროსი უკრაინიდან.
უეფას სუპერთასის მატჩში ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა "დინამო არენაზე" თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.