თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუთი-წუთზე დაეშვება.
რუსთაველის გამზირზე, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე იმყოფებიან კლუბის გულშემატკივრები. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. შეზღუდვებია დაწესებული ავტომობილით გადაადგილებაზე.
"ბარსელონა"-"სევილია" ერთმანეთს საქართველოს დედაქალაქში ხვალ, 11 აგვისტოს დაუპირისპირდება. სუპერთასის მატჩი "დინამო არენაზე" 22.45 საათზე გაიმართება.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით