უნაი ემერი: ხვალ გამოჩნდება, რა შეუძლია "ბარსელონას" და რა - "სევილიას"

AutoSharing Option
"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "ბარსელონასთან" უეფას სუპერთასსის მატჩის წინ "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში კომენტარი გააკეთა.

"ჩემი კარიერის განმავლობაში 19 მატჩია, არ მომიგია "ბარსელონასთვის". ეს მატჩი კი, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი შანსია, რომელიც ჩვენ და პირადად მე უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ვეთამაშებით უშუალო კონკურენტს, რომელიც ფავორიტია, მაგრამ ჩვენც გვაქვს პლუსები, რომელზეც ვმუშაობთ და ის შანსი რომელიც მოგვეცემა, უნდა გამოვიყენოთ.

"ბარსელონა" უკვე დიდი ხანია უმაღლეს დონეზე თამაშობს, მაგრამ ენრიკეს პერიოდში გუნდმა ძალიან წინ წაიწია. მათი წარმატება
დაკავშირებულია რამდენიმე ძალიან გამორჩეულ ფეხბურთელთან და ეს არამარტო ნეიმარზე ითქმის.

რაც შეეხება შანსებს, ძალიან გვინდა გამარჯვება, მაგრამ შანსებზე პროცენტებით ვერ ვილაპარაკებ. მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ და გამარჯვებას ვეცდებით.

"ბარსელონას" ხვალ ბურთს დაუეფლება. ამიტომ, პრესინგს უნდა მივმართოთ და შანსი გამოვიყენეთ, ამისთვის კი სათანადო ფეხბურთელები გვყავს.

"ბარსელონას" ნაკლი ბევრი არ აქვს, ამიტომ ყველა შესაძლებლობის გამოყენება უნდა შევძლოთ. ხვალ ვნახავთ, რა შეუძლია "ბარსელონას" და რა - "სევილიას", - თქვა ემერიმ.

მატჩზე ასევე კოკემაც ისაუბრა.

"შარშან შეგვეძლო, მოგვეგო უეფას სუპერთასი, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ. რაც შეეხება ამ თამაშს, აუტსაიდერები არ ვართ და გვინდა, ჩვენი კარგი თამაში ვაჩვენოთ და შესაბამისად, უეფას სუპერთასი მოვიპოვოთ.

ყოველთვის ვარჩევთ განვლილ მატჩებს. ალბათ "ბარსელონაში" უფრო მეტი ცვლილებაა, ვიდრე ჩვენთან, თუმცა მათი ფილოსოფია იგივე დარჩა. იმედია, ხვალ გვექნება საშუალება, ვითამაშოთ ჩვენი თამაში.

რაც შეეხება კონოპლიანკას, ჩვენ მის წინაღმდეგ უკვე ვითამაშეთ და ძალიან გაგვიჭირდა. ახლა მას ახალი გამოწვევა აქვს, ახალი ლიგასა და ქვეყანაში ადაპტაცია უნდა გაიაროს. ეს არ არის იოლი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ის ამას მოახერხებს.

ნეიმარს რაც შეეხება, მისი არყოფნა "ბარსელონასთვის" დიდი დანაკლისია, თუმცა კატალონიელებს.შეუძლიათ მის ნაცვლად პედრო ათამაშონ, რომელიც მნიშვნელოვანი მოთამაშეა გუნდისთვის.

"სევილიას" უახლოესი ისტორიიდან გამომდინარე, ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია თამაში და ამიტომ, ჩვენც უნდა გვიგულშემატკივრონ ქართველებმა, რადგან კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია", - თქვა კოკემ.

კომენტარი ანტონიო რეიესმაც გააკეთა.

"ამ თამაშს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენი მიზანია, ხვალ კარგად ვითამაშოთ და მოვიგოთ. ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა.

ჩვენი გუნდიდან წავიდა რამდენიმე ფეხბურთელი. ეს ნორმალურია. გუნდში ცვლილებები ყოველთვის არის. ამიტომ, ახლა რაც შეიძლება მალე უნდა შევეწყოთ ერთმანეთს.

მატჩის მოგების შანსებს 50-50-ზე შევაფასებდი. ყველაფერი გამართლებაზეა და იმედია, ხვალ ჩვენ გაგვიმართლებს", - თქვა რეიესმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის უეფა სუპერთასის მატჩი 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს სევილია იგებს პენალტების სერიაში...გაუმარჯოს სევილიას....
qartveli
08:53 11-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული