ვარსკვლავთცვენა "დინამო არენაზე" - "ბარსელონას" და "სევილიას" ვარჯიში [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 აგვისტოს, უეფას სუპერთასის მატჩის სათამაშოდ თბილისში სტუმრად მყოფმა "ბარსელონამ" და "სევილიამ" ვარჯიში განახლებულ "დინამო არენაზე" ჩაატარეს.

ჩემპიონთა თასის გამარჯვებული "ბარსელონა" თბილისს რამდენიმე საათის წინ ეწვია და სასტუმრო "რედისონში" დაბინავდა, ევროპა ლიგის ტრიუმფატორი "სევილია" კი საქართველოს დედაქალაქში 9 აგვისტოს საღამოს ჩამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის უეფა სუპერთასის მატჩი 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი განახორციელებს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული