როგორც ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის ახალნდელმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განუცხადა, მსურველებს საკუთარი კანდიდატურის წარდგენა 15 აგვისტოდან შეეძლებათ.
მისივე თქმით, კანდიდატურების წარდგენა არჩევნებამდე 25 დღით ადრე შეწყდება.
"ყველაფერი არის იურიდიულად გამართული, არჩევნები თარიღის გამოცხადებიდან მინიმუმ 40 დღეში უნდა გაიმართოს და ეს წესი დაცულია. ფედერაცია ელოდება კანდიდატურების წარდგენას", - განაცხადა სიჭინავამ, რომელიც ახალ არჩევნებში თავისი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.