სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

როგორც ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის ახალნდელმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განუცხადა, მსურველებს საკუთარი კანდიდატურის წარდგენა 15 აგვისტოდან შეეძლებათ.

მისივე თქმით, კანდიდატურების წარდგენა არჩევნებამდე 25 დღით ადრე შეწყდება.

"ყველაფერი არის იურიდიულად გამართული, არჩევნები თარიღის გამოცხადებიდან მინიმუმ 40 დღეში უნდა გაიმართოს და ეს წესი დაცულია. ფედერაცია ელოდება კანდიდატურების წარდგენას", - განაცხადა სიჭინავამ, რომელიც ახალ არჩევნებში თავისი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვეთანხმები დავითს, რომელმაც კარგად ჩამოაყალიბა მოსაზრება. პროფესიული კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს კანდიდატურები და აგრეთვე, სპეციალისტების აზრია გასათვალისწინებელი. ყველაფერი უნდა გადაწყდეს პრაგმატულად!
Giorgi
14:57 17-08-2015
0
მე მხარს ვუჭერ რევაზ არველაძეს
Levani
14:58 17-08-2015
0

სიახლეები პოპულარული