სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: შეუშლის მერაბ ჟორდანიას ხელს ნასამართლეობა?

AutoSharing Option
14 აგვისტოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ აღმასკომის სხდომაზე საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის თარიღი გამოაცხადეს - 3 ოქტომბერს ქართულ ფეხბურთს ახალი მმართველი ეყოლება.

აღმასკომის გადაწყვეტილებაში მითითებული იყო კანდიდატისგან განცხადების მიღების ბოლო ვადა (7 სექტემბერი) და არჩევნებში მონაწილეობის კრიტერიუმები. მათგან ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ კანდიდატი არ უნდა იყოს ნასამართლევი.

ამაზე ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ 2005 წელს მერაბ ჟორდანია თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებული ამბების გამო დააკავეს.

ჟორდანიამ ლანჩხუთში სტუმრობისას დაადასტურა, რომ ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა და პიარკამპანიის გურიიდან დაწყება დააანონსა, მაგრამ ბევრს გაუჩნდა კითხვა - აქვს კი
სფფ-ის ექსპრეზიდენტს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ნასამართლეობის გამო?

დავინტერესდით და დავაზუსტეთ, რომ ჟორდანიას ოფიციალურ საბუთებში ნასამართლეობა არ უწერია. როგორც გვითხრეს, სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი წინასწარი გამოძიებით დააკავეს, მაგრამ გირაოთი გაათავისუფლეს და ოფიციალურად ბრალი არ დაუმტკიცდა.

ასე რომ, თუ ჟორდანიას ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე რომელიმე სუბიექტი წარადგენს, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

სამაგიეროდ, საარჩევნო შეზღუდვა ყველაზე ძველ ოპოზიციურ კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს შეეხო. მართალია, მან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ საფეხბურთო კარიერის გამო საბუთები გამოიტანა და უმაღლესი განათლება არ აქვს. სწავლის გაგრძელება მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ მოახერხა და შვეიცარიაში მენეჯმენტის ლიცენზირებული კურსი გაიარა, თუმცა ეს უმაღლეს განათლებად არ ითვლება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 აგვისტოს, ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი რევაზ არველაძის კანდიდატურის წამოყენებას აპირებს.

უახლოეს დღეებში იგეგმება ლევან კობიაშვილის კანდიდატურის პრეზენტაციაც. სამოქმედო გეგმებს აწყობს ყაველაშვილის გუნდიც, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი წარადგენს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ხალხნო, გამოფხიზლდით აზრზე მოდით, რა არველაძე, რის ჟორდანია, რაუნდათ ამათ ფედერაციაში, რაგააკეთა ან ერთმა და ან მეორემ როცაიყვნენ ქართულ ფეხბურთში? ისედაჩ დაქცეულს სულს ამოაძრობენ და მოკლავენ, ერთი ვისიც მეიმედება ეს არის კობი, უნდა მისცენ შანსი კობის, ხალხში ავტორიტეტი აქვს, სიტყვა ეთქმის ყველასთან, არგვინდა ეს გაცვეთილი და არაფლისმაქნისი სახეები, მოაშორეთ არველაძე ჟორდანია ჩვენს ფეხბურთს, ქართველი ხალხი არდავუშვებთ მათ მოსვლას სფფ-ში!!!
ქართველი
23:20 20-08-2015
0
ყველაზე კარგი კანდიდატი ამჟამად უეფაში მუშაობს და მას დავით პეტრიაშვილი ჰქვია. იქნებ როგორმე ეს კაცი დავითანხმოთ და ჩვენი ჩასვრილი ფედერაცია ჩაიბაროს.რაც შეეხება არველაძეს, თვით ის ფაქტი რომ პრეზიდენტობას აპირებს უბრალოდ შეურაცმყოფელია ყველა ჩვენთაგანისათვის.
zaza
22:13 20-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული